გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექია ნავარაუდევი.
მოსალოდნელია ზოგან ძალიან ძლიერი ნალექიც, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზოგან სეტყვა, ჰაერის ტემპერატურის მნიშვენლოვნად კლება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით ზღვაზე მოსალოდნელია 5-ბალიანი შტორმი,
საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება რამაც შესაძლოა ცალკეულ რაიონებში გამოიწვიოს მეწყერულ-ღვარცოფული პროცესები.

ბათუმში დილიდან გადაუღებლად წვიმს. წვიმის შედეგად დაიტბორა ე.წ. ჭაობის დასახლება, ის ადგილები სადაც სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, შტორმის სიმძლავრე ზღვაზე 4-5 ბალს აღწევს.
ადგილზე გასულები არიან სპეციალისტები და ქალაქში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რათა წყლის დაგუბება არ მოხდეს.
წვიმისა და ქარის შედეგად სანაპიროზე ერთ-ერთი ღამის კლუბის შენობაც დააზიანა.