დასაქმება თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე ქართველებისთვის


ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს დაწესებულების ოლქში - სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპიზონის, რიზესა და ართვინის გუბერნიებში, სეზონურ სამუშაოებზე ქართველებს 90 დღით მუშაობის ნებართვის მიღება აღარ დასჭირდებათ.
განკარგულება ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად, 2017 წლის ივლისში, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ შემუშავდა და გამოიცა.

საჭირო დოკუმენტის მისაღებად, სეზონურ სამუშაოებზე მომუშავე საქართველოს მოქალაქე ვალდებულია შევიდეს თურქეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო შრომის გენერალური დირექტორატის გვერდზე - https://yuminet.csgb.gov.tr/#/app/giris, რომელიც ფუნქციონირებს ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე და ელექტრონულ ფორმატში შეავსოს განცხადება, რომლის საფუძველზე, შემდგომში რაიონის გამგეობის მიერ მას მიეცემა "მუშაობის ნებართვისაგან გათავისუფლების დოკუმენტი", რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ზემოაღნიშნულ სეზონურ სამუშაოებზე (ჩაი-თხილი), დასაქმებულთა მიერ პროცედურების შესრულების შემთხვევაში დაცული იქნება საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებები.

განცხადების შევსების წესები და პროცედურები ასევე განთავსებულია ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://trabzon.con.mfa.gov.ge.​
წყარო: pia.ge