გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 სექტემბერს დღის ბოლოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექია ნავარაუდევი.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 7 სექტემბერს, უმეტესად დასავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ზოგან ძლიერი ნალექი, შესაძლებელია ძალიან ძლიერიც, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზოგან სეტყვა, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.
გარემოს ეროვნული სააგენტო ზღვაზე 4-5-ბალიან შტორმს ვარაუდობს. საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება. ცალკეულ რაიონებში შესაძლოა მეწყერულ-ღვარცოფული პროცესები აღინიშნოს.
წყარო: pia.ge