და ჴელმწიფებაჲ აქუს წყალთა ზედა, რაჲთა გარდააქციონ სისხლად და რაჲთა შემუსრონ ქუეყანაჲ, რაოდენ-გზისცა ენებოს, ყოვლითავე წყლულებითა. (გამოცხადებაჲ იოვანესი 11.6)
2016 წ. 8 იანვარს „იუთუბ“ ვიდეო პორტალზე აიტვირთა #დაფარულიმეუფე -ის მიმართვის ტექსტი: https://www.youtube.com/watch?v=EGV... , სადაც მეუფე მოითხოვს, 8 თებერვალს თბილისში, მის სულიერ შვილს, დ.ამაშუკელს შეხვდნენ თურქეთის, რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში მათსა და მათ ამომრჩეველთა წინააღმდეგ მოხდება ბუნების სტიიების ამხედრება!
8 იანვრიდან 8 თებერვლამდე დროის მონაკვეთის შუაწერტილია 23-24 იანვარი.
================================================================
24 იანვარს აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონსა და ნიუორკს დაატყდა ჯერ არ ნახული ქარიშხალი დიდთოვლობით, რომლის საფარველმაც 100 წლიან მაქსიმუმს 71 სანტიმეტრს მიაღწია! იხ: https://www.facebook.com/giorgi.laz...
24 იანვარს რუსეთ-აშშ-ს სადავო ტერიტორიაზე ( ნებისმიერი რუსი პატრიოტისთვის ალიასკა ისეთივე რუსეთია, როგორც ჩვენთვის ტაო-კლარჯეთ-ლაზეთი საქართველო!), ალიასკაზე მოხდა 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა! http://www.emsc-csem.org/Earthquake...
23 იანვარს ვანუატუში მოხდა 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა: http://www.emsc-csem.org/Earthquake... შეგახსენებთ, რომ 2008 წელს რუსეთისაგან წაქეზებულმა ვანუატუმ, პირველმა აღიარა აფხაზეთი და სამაჩაბლო (ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“) ცალკე სახელმწიფოებად.
23 იანვარს თურქეთში მოხდა 4,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა: http://www.emsc-csem.org/Earthquake...
უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში, რუსეთსა და აშშ-ში ერთდროულად მიწისძვრა არასოდეს მომხდარა !
================================================================
ულტიმატუმის ვადის ზუსტად ნახევარდროის გასვლის თავზე, ყოვლადწმინდა სამებამ, #დაფარულიმეუფე -ის მიერ ერთდროულად თურქეთ-რუსეთის-აშშ -ს წინააღმდეგ გამაფრთხილებლად აამხედრა ბუნების სტიქიები! ამ მოვლენების მეორე დღესვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ს.ლავროვმა გააკეთა საგანგებო განცხადება:
„მზად ვარ ქართველ კოლეგასთან შეხვედრისათვის“. ს. ლავროვმა ასევე შეახსენა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის, ვ.პუტინის განცხადება, რომლის თანახმადაც, ის მზად არის საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს. "მზად ვარ ჩემ ქართველ კოლეგასთან კონტაქტისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია სხვა კონტაქტებიც." - http://guardian.ge/8695-sergei-lavr...
ულტიმატუმის ვადის ზუსტად ნახევარდროის გასვლის თავზე, თურქეთ-რუსეთ-აშშ -ს წინააღმდეგ ერთდოულად ბუნების სტიქიების ამხედრება და მეორე დღესვე სასწრაფოდ გაკეთებული ვ.პუტინის განცხადება ( -„მზად ვარ ჩემ ქართველ კოლეგასთან კონტაქტისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია სხვა კონტაქტებიც“) გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეისმინა #დაფარულიმეუფე -ის მოწოდება და გ.მარგველაშვილთან კონტაქტის მომიზეზებით, გამოთქვა სურვილი სარწმუნოებრივ პოლიტიკური მოძრაობა „ძლევაი საკვირველის“ მეთაურთან დ.ამაშუკელთან შეხვედრისა, რომელსაც უწოდა „სხვა კონტაქტები“.
დ.ამაშუკელთან თბილისში შეხვედრაზე ვ.პუტინის მიერ ასეთი შეფარული ფორმით გამოთქმული თანხმობა აიხსნება ორი გარემოებით, რაც დღესავით ნათელია რუსული მხარისათვის: 1. დ.ამაშუკელი რუსეთის წინაშე უდანაშაულო საქართველოს ღირსებას ბოლომდე დაიცავს და ბურჯანაძისა და სხვათა მსგავსად არ ეახლება დამნაშავე კრემლს. 2. „სხვა კონტაქტები“ არ მოხდება თუ ვ.პუტინს არ ექნება თბილისში ჩამოსვლის მიზეზი. ეს კი გ.მარგველაშვილის ოფიციალური მოწვევით უნდა მოხდეს, რაც შეუძლებელი იქნება დღეს არსებული დიპლომატიური ჩარჩოების დარღვევის გარეშე - გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა და არსებობს გარკვეული ბარიერები.
ყველასათვის ნათელი, რომ იყოს ვ.პუტინის მიერ დაფარული მეუფის მოთხოვნაზე თანხმობის გამოხატვა, რუსეთის ოფიციოზმა 2016 წლის 8 თებერვლამდე საჯაროდ უნდა დადოს შემდეგი პირობა:
„საქართველოს ხელისუფლებაში „ძლევაი საკვირველის“ მოსვლის შემდეგ, რუსეთი ვალდებულებას იღებს შეასულოს შემდეგი სამი პირობა:
„1. რადგან რუსეთის ფედერაცია არის საბჭოთა კავშირის კანონმემკვიდრე, ამიტომ ვალდებულებას იღებს დააბრუნოს ამჟამად რუსეთის ფედერაციაში შემავალი საქართველოს კუთვნილი მიწები, რომლებიც ჩამოართვა საბჭოთა კავშირმა: 1920 წელს - ა).ნიკოფსიიდან (ტუაფსიდან) მდ. ფსოუმდე და 1931 წელს - ბ).ისტორიული დვალეთი.
2. რუსეთი ვალდებულებას იღებს დაუყოვნებლივ გააუქმოს გ).აფხაზეთისა და დ).სამაჩაბლოს (ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“) სახელმწიფოებად გამოცხადების 2008 წლის დადგენილებები.
3. რუსეთი ვალდებულებას იღებს კონტრიბუციის სახით საქართველოს ბიუჯეტში შეიტანოს 31 მილიარდი აშშ დოლარი.“
რუსეთის ფედერაციის ასეთი პირობის საჯაროდ დადების შემთხვევაში დაფარული მეუფისა და მართლმადიდებელ ქართველთა ღმერთი - ყოვლადწმინდა სამება შეიწყალებს რუსეთს და აღარ აამხედრებს ბუნების სტიქიებს მის წინააღმდეგ, ხოლო #დაფარულიმეუფე კი, ხელისუფლებაში „ძლევაი საკვირველის“ მოსვლის შემდეგ, საქართველოს არ შეიყვანს მსოფლიოს არც ერთ სამხედო დაჯგუფებაში, რადგან მას და მასთან მდგომ საქართველოს მფარველობს მსოფლიოში არსებული ყველა სამხედრო ჯამურ შეიარაღებაზე უსასრულოდ აღმატებული ძალა - ძალა ქართველთა წინაპარების 2000 წლოვანი სამართლიანი ღმერთისა, რომელსაც შეუძლია, ბუნების სტიქიების ამხედრებით, ქვის ხანაში გადაიყვანოს ნებისმიერი არა კეთილმოსურნე სახელმწიფო!
დღეისათვის, რუსეთისაგან განსხვავებით, აშშ-სა და თურქეთს არ გამოუხატავთ არანაირი თანხმობა დაფარული მეუფის მოთხოვნაზე, რომელიც „იუთუბ“ პორტალზე აიტვირთა 2016 წლის 8 იანვარს https://www.youtube.com/watch?v=EGVYdEynZXo . ამიტომ მათზე სასჯელად განხორციელდება ამ ვიდეოში დაწერილი დაფარული მეუფის ყოველი სიტყვა. ღმერთი დაფაული მეუფის მიერ აუმხედრებს ბუნების სტიქიებს მათ - თურქეთს არ შერჩენს ლაზეთისა და ტაო-კლარჯეთის მისაკუთრებას, ხოლო აშშ-ს საქართველოში მამათმავლობის დაკანონებას! თითოეულ მათგანსაც ეკისრებათ კონტრიბუციის სახით იგივე ოდენობის თანხის გადახდა საქართველოსთვის, რაც რუსეთს!
გიორგი ლაზი, 2016 წ. 28 იანვარი.