მამა გიორგი მამალაძე - ნიკა გვარამიას შეთავაზება - რა ხდება სინამდვილეში ?


"ვარ ადვოკატთა ასოციაციის წევრი. დეკანოზ გიორგი მამალაძეს საჯაროდ ვთავაზობ მის ადვოკატობას შემდეგი ინსტანციების სასამართლოებში. ცხადია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და, ცხადია, მის საადვოკატო გუნდთან ერთად,"- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი ამ წუთწებში აცხადებს. ე.წ. ციანიდის საქმეზე, სასამართლო განხილვა თითქმის 8 თვე მიმდინარეობდა. 
მამა გიორგი მამალაძეს ბრალდება ანგარებით მკვლელობის მომზადების მცდელობას ედავებოდა. მოსამართლემ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი გადააკვალიფიცირა.
წაყენებული ბრალი 18 /108-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს. მოსამართლემ ბრალდებას მოხსნა ანგარებით მკვლელობის მომზადება.
ბრალდებული გიორგი მამალაძე მოსამართლემ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაშიც გაამტყუნა და მიუსაჯა 2 წელი, თუმცა უფრო მძიმე ბრალდებამ შთანთქა მისჯილი 2 წელი და დეკანოზ გიორგი მამალაძეს საბოლოოდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 
თავად დეკანოზი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. 
როგორი იქნება მოსამართლის ვერდიქტი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე - განაჩენი დღეს უნდა გამოცხადდეს. სავარუდოდ, განაჩენზე გავლენას ვერ მოახენს სკანდალური საქმის ის ფარული ჩანაწერი, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა. საუბარია იმ ვიდეო და აუდიო მასალის სრულ ვერსიაზე, რომლის დამონტაჟებული ვერსიაც მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ გაავრცელა.
ადვოკატის მტკიცებით, ჩანაწერი ადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშულობას და აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ მისი სრული ვერსია მიზანმიმართულად დამალა.






"მოლოდინი მაქვს, რომმოსამართლე მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და მამა გიორგის მიმართ იქნება გამამართლებელი განაჩენი. რაც შეეხება იმ ფაქტს, რაც გაჟღერდა თქვენს ტელევიზიაში, ეს რა თქმა უნდა საქმეში არის და ეს არის გაგრძელება იმ პატარა მონაკვეთების, რომელიც 2017 წლის 8 მარტს პროკურატურამ გაასაჯაროვა წმინდა სინოდის წინა დღეს იმ მიზნით, რომ მამა გიორგიზე ქონოდათ ძალიან ცუდი წარმოდგენა საზოგადოებას და სასულიერო პირებს," - აცხადებს დეკანოზის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილი განაჩენს 12 საათზე გაახმაურებს.

ეს საქმე სახელმწიფოს სირცხვილად ჩაითვლება - ეს განცხადება, მამა ანდრია სარიამ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შეფასებისას გააკეთა.

მამა ანდრია სარია ამბობს, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა პროკურატურის დაკვეთა შეასრულა და განაჩენი, რომელიც დღეს მან გამოიტანა, იყო ბრალდების მხარესთან შეთანხმებული.

„ჩვენ ცოტაოდენი იმედი მაინც გვქონდა და ვფიქრობდით, რომ სასამართლო მაინც იქნებოდა დამოუკიდებელი, მაგრამ ჩანს, რომ არა თუ დამოუკიდებელი, არამედ თვეების წინ გადაწყვეტილი საქმე გააჟღერეს. მიზანმიმართულად რაც კი თვეების განმავლობაში მათ უნდოდათ და საზოგადოებას ატყუებდნენ და ამ ტყუილიდან ვერ გამოვიდნენ. როცა უთხრეს რომ იყვირეთ - იყვირეს, როცა უთხრეს იყავით ჩუმად- ჩუმად იყვნენ.

"პროკურორები მშვიდი სახეებით ისხდნენ, წინასწარ მათ თანხმობა ჰქონდათ ერთმანეთთან, პასუხიც კი იცოდნენ მოსამართლის ალბათ, რა იქნებოდა მოსამართლის დასკვნა. 9 წლით თავისუფლების აღკვეთა კი არა, ერთი დღითაც კი ეს არის უსამართლო.

"სასამართლო ვერ გათავისუფლდა, ვერც სახელმწიფო. ეტყობა ერთობლივი პროექტი იყო და გუშინდელი რეპორტაჟი "კურიერის", რაც გაკეთდა, ცხადყოფს და საზოგადოებისთვის კითხვის ნიშნები არ არსებობს. ახლა უფრო ასეთი სახელმწიფოს სირცხვილად ჩაითვლება ეს საქმე, სასამართლოზე ხომ აღარ არის საუბარი,“ - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

მამა ანდრია სარია ამბობს, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფომ, საპატრიარქოს ადმინისტრაციამ და "შორენას ბანდამ" ერთობლივად მიიღო.

„ამ მომენტში და ამ წუთში ჩვენ დავინახეთ, რომ ის ერთობლივი პროექტი საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან ერთად, შორენას ბანდასთან ერთად რაც გადაწყვიტეს, დღეს უბრალოდ რეზოლუცია დაადეს. დღეს უბრალოდ განაჩენი გამოუტანეს. ჩვენ ვამბობთ, რომ არა თუ 9 წელი, ერთი დღეც ეს იქნებოდა უსამართლო და სახელმწიფო, ადმინისტრაცია საპატრიარქოსი, ის იერარქებიც, რომლებიც გამოიკვეთნენ დაინტერესებულ პირებად, საზოგადოება მათ არ აპატიებთ ამ უსამართლობას,“ - განაცხადა ამბროსი აღმსარებლის მონასტრის წინამძღვარმა მამა ანდრია სარიამ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. უჩა ნანუაშვილის ბრიფინგი 15:00 საათზე ჩაინიშნა.

სახალხო დამცველი, ისევე როგორც ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები, ე.წ. ციანიდის საქმის განხილვას აკვირდებოდნენ. უჩა ნანუაშვილმა ორი დღის წინ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ე.წ. ციანიდის საქმე უხეში დარღვევებით მიმდინარეობდა.

ომბუდსმენი დარღვევების გათვალისწინებით, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის გამამართლებელ განაჩენსაც ელოდა.

ამ დრომდე არ გაკეთებულა ოფიციალური კომენტარი საქართველოს საპატრიარქოში. საპატრიარქოში სასულიერო პირები განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე წუთში მივიდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს წარმომადგენელი მედიასთან რამდენიმე წუთში გავა.

„დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პილატეს პირდაპირი მემკვიდრეები,“ - ეს განცხადება, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ გააკეთა. მეუფე პეტრემ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოტანილი განაჩენი შეაფასა. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, რომ განაჩენი არის ფარისევლური და ანტისახელმწიფოებრივი.

მისივე თქმით, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ჩაიდინა საკუთარი თავის, შთამომავლობის და სასამართლოს სუიციდი.

„დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პირდაპირი მემკვიდრეები პილატეს სასამართლოსი, რომელმაც უფალ იესო ქრისტეს გამოუტანა ასევე უსამართლო, ფარისევლური განაჩენი და მე ვფიქრობ და ჩემი პირადი შეფასებით, როგორც მოსამართლემ, მის მთელ თაობას და შთამომავლობას, ასევე სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი ანუ თვითმკვლელობა, რომელიც მიუტევებელი ძალიან მძიმე ცოდვაა.

"მათ მათთვის საუბედუროდ დაავიწყდათ, რომ ბოლო სიტყვას უფალი ამბობს ჩვენს ცხოვრებაში და მათ დაავიწყდათ, რომ მსაჯული არის ღმერთი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.

"ეს არის თვითმკვლელობა სასამართლოსი, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რამე თუ სახელმწიფო თავისუფლება ძლიერება, მისი განვითარება სასამართლოზე გადის, ვინაიდან სასამართლო და მოსამართლე დარჩა მონად ზეწოლისა, მონად უსამართლობისა ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლემ გადაწყვეტილება კონკრეტული მაღალჩინოსნების მითითებით მიიღო.

„ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია და ნაბიჯი არ გვინახავს სინანულისა სახელმწიფოს პირველი პირებისა, რომლებიც უპრინციპოდ სდებენ ბრალს და ცილი დასწამეს დაკავებისთანავე და არ გადაუდგამთ მათ ამ ცოდვის გამოსყიდვის არანაირი ნაბიჯი,“ - აცხადებს მეუფე პეტრე.
ის მოტივაცია, რომელიც დღეს გაჟღერდა, რომ შურისძიების მოტივით მოხდა დანაშაული, გაამყარა მეუფე პეტრემ, რომელმაც სასამართლოს სხდომაზე დაიწყო მტკიცება, რომ შორენა თეთრუაშვილი იღებს ყველა გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ განაცხადა.

მისი თქმით, მეუფე პეტრემ ამ ქმედებით, შეგნებულოად თუ შეუგნებლად პირდაპირ პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი.

"მე ვიტყოდი, რომ ჩვენი დაკითხვის და სასამართლოს პროცესების დროს, იყო ერთგვარი მოთხოვნა და ზეწოლა, რომ შექმნილიყო მოტივაცია შორენა თეთრუაშვილის უძლეველობაზე. თითქოს ის წყვეტს ეკლესიის მნიშვნელოვან საკითხებს. თითქოს მას შეუძლია დააბრკოლოს ადამიანის წინსვლა. მე და სხვა მღვდელმთავრებმა განვაცხადეთ, რომ ეს არის ეკლესიის და პატრიარქის შეურაცხყოფა, რადგან ეკლესიას ყავს სინოდი, რომელიც საეკლესიო საქმეებს განაგებს", - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება დაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა. 
ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით გადაუკვალიფიცირა.