„როცა გავაპროტესტე, ეს თურქული კი არა, ქართული ცეკვებია-მეთქი, ფეხით გაგიშვებთ იმ შენს საქართველოშიო!“ (ვიდეო)


ქართველი დამსვენებელი ალანიადან „ალიას“ აღშფოთებული წერდა, რომ ერთ-ერთი სასტუმროს საკონცერტო დარბაზში თურქული ნაციონალური ცეკვების საღამოზე მიიწვიეს, მაგრამ დასის მიერ შესრულებული ყველა ცეკვა იყო ქართული, ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც გამოგვიგზავნა:
- ვიმყოფოდი ალანიაში, სასტუმროს ჰქვია "მუკარნასი", მის ტერიტორიაზევეა საკონცერტო დარბაზი, ამფითეატრი, სადაც ყოველ საღამოს იმართება სხვადასხვა ფართები. ერთ ერთი რომ გაიმართა, თურქული ნაციონალური ცეკვებიო, ეწერა.  ტვინში სისხლი ჩამექცა ლამის როცა ყველა მათ მიერ შესრულებული ცეკვა იყო ქართული, სანამ მე გავაპროტესტებდი ამას, სხვა ქართველებმა აწიეს ამბავი, ეს ქართული ცეკვებიაო, საღამოს მენეჯერმა და დაცვამ ისინი ჩხუბით და მუქარით გააძევა დარბაზიდან, ვერ მოვითმინე მივედი და ვუთხარი - ეს არის ქართული ცეკვები და ხალხი რატომ შეგყავთ შეცდომაში მეთქი, ამაზე მიპასუხა, რომ ეს კავკასიური ცეკვებია და რა მნიშვნელობა აქვსო. სხვათაშორის დასში ქართველი მოცეკვავეებიც არიან და თუ ენას არ გააჩერებთ თქვენც, იმ ქართველებსაც ვინც ახლა გავყარეთ და მათაც დიდ პრობლემებს შეგიქმნითო.  მე რა თქმა უნდა არ დავუთმე, ძალიან გამაღიზიანა ამ ყველაფერმა, თუ არ გაჩერდები საერთოდაც ისე მოვაწყობთ რომ ფეხით გაგიშვებთ შენს საქართველოშიო, იმ შენს ქართველებსაც ვიცნობთ, ვიცით სად არიან დაბინავებულები და საკადრის პასუხს გავცემთო აქ დებოშის მოწყობისთვისო, დიდ პრობლემებს შევუქმნითო. აი ასე, გამწარებული დავუბრუნდი ჩემს სკამს და ვუყურებდი ჩემს ნაციონალურ ქართულ ცეკვებს როგორ ასაღებდნენ თურქულ ცეკვებად, როგორ ცეკვავდნენ ქართველი გოგო ბიჭები, რომელთაც ანაზღაურების სანაცვლოდ პროტესტის გრძნობაც არ ჰქონდათ. ცრემლი მომაწვა სიმწრისგან, ყველა ყველაფერს გვართმევს და ვართ ასე წყნარად და შემრიგებლურად, მინდა კულტურის სამინისტროს მივაწოდო ეს ამბავი, ასევე "სუხიშვილებს" და იქნებ დაუკავშირდნენ კონკრეტულ თურქულ დასს და პასუხი მოსთხოვონ ქართული ცეკვების მიტაცებაზე..
„ალია" აღნიშნული პრობლების გარშემო განმარტებისთვის და კომენტარისთვის კულტურის სამინისტროს მედიაკომუნიკაციის სამმართველოს დაუკავშირდა, რომ შესაბამისად ვინმე კომპეტენტურთან გადავემისამართებინეთ, ავუხსენი თუ რა საკითხზე მსურდა განმარტება, იქედან კი გამაოგნებელი პასუხი მოვისმინე, სატელეფონო საუბარს უცვლელად შემოგთავაზებთ :
- ეს ალბათ არის ადგილობრივი თვითბებობა უბრალოდ, ვინ უნდა ჩაგაწერინოთ წარმოდგენაც არ მაქვს, ანუ ასე შეიძლევა ნებისმიერ წერტილში ვიღაცა რაღაცას თვითნებობდეს და აკეთებდეს. როდესაც ეს სახელმწიფო დონის ანსამბლი არაა ანუ არის ადგილობრივი რაღაც დასი, რა კომენტარი უნდა გაკეთდეს ამაზე ?
- რაიმე მექანიზმი არ არსებობს რომ გაკონტროლდეს მეზობელ ქვეყნებში მსგავსი ქმედებები ?
- არაფერი, თქვენ წარმოიდგინეთ ახლა მე რომ აქ დავდგა "ტანგო"სიტყვაზე და ვთქვა, რომ ეს ჩემი ცეკვაა, ამას ვინ გამიკონტროლებს პირობითად ? დარწმუნებული ვარ ალანიაში ეს კერძო დასი იქნება. ვისთან გადაგამისამართოთ ამიტომ წარმოდგენაც არ მაქვს, თქვენ თუ გაქვთ რაიმე იდეა, მომაწოდეთ, ან იქნებ თქვენ მითხრათ, აი რა ვიცი, რა კომენტარი უნდა გააკეთოს კულტურის სამინისტრომ ამაზე .  წყარომ ვინც თქვენ ეს ინფორმაცია მოგაწოდათ ოფიციალური წერილით უნდა მიმართოს კულტურის სამინისტროს, დადგინდეს სად და ვინ აკეთებს ამას და საგარეო საქმეთა სამინისტრო ალბათ ამის შემდგომ ჩაერევა, შესაბამისად კულტურის სამინისტროც.
- თქვენ ვინ ბრძანდებით ?
- ჩვენ მედიაკომუნიკაციის სამმართველო ვართ , ამიტომ ჩემი კომენტარი ოფიციალურ კომენტარად არ გამოიყენოთ. ვისთან შეიძლება მე გადაგამისამართოთ, მინისტრი ან მოადგილე ხო ? და ობიექტურად რომ შეფასდეს, რა კომენტარი უნდა გაკეთდეს ამაზე კულტურის სამინისტროს მიერ ?

მოკლედ ცოცხალი თავით ვერ დავეკითხებით და შევაწუხებთ ამ "უმნიშვნელო" საკითხზე სამინისტროდან ვერავისო, შე კარგო ადამიანო, შენი კომენტარი თუ ოფიციალურ განცხადებად არ უნდა გამოვიყენო, რატომ იღებ შენს თავზე ამდენს ? შეასრულე შენი მოვალეობა, დაეკითხე ვინც იცის, უთხარი რომ თურქები დამსვენებლებს ქართული ცეკვებით აწონებენ თურმე თავს და თავის ფოლკლორულ ნიმუშებად ასაღებენ, იქნებ ის აღშფოთდეს შენგან განსხვავებით და რაიმე ზომებს მიმართოს... მაგრამ, არა, ესენი დიდიან-პატარიანად ერთ თარგზე არიან მოწყობილი და  ესეთი „უმნიშვნელო“ ამბები ძარღვსაც არ უტოკებთ!
„ალია“, ლაურა აბრამია
წყარო: alia.ge