(ვიდეო )შალვა ნათელაშვილის საგანგებო განცხადება: "მოვაწეროთ ერთობლივ მიმართვას მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციებს ...
"მმართველმა ძალამ, უარი თქვა მიეღო ქვეყნის მთავარი კანონი, ფართო კონსულტაციების გზით და პრაქტიკულად შეუდგა ანტი კონსტიტუციურ სახელმწიფო გადატრიალებას, რის შედეგადაც ქართველ ხალხს ერთმევა უფლება, აირჩიოს სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტი, ხოლო ჩენი ბედი რჩება ყაჩაღი მაჟორიტარების ხელში. ამ საუკუნეში, ასეთი დიდი საფრთხე, ჩევენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, ჩვენი ხალხის ძირითად უფლებებს არ დამუქრებია.
საჭიროა სწრაფი და გონივრული ჩამკეტი მოქმედებები პოლიტიკური ძალებისგან. ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ, ხელი მოვაწეროთ ერთობლივ მიმართვას მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციებს, რათა დაყადაღდეს ბიძინა ივანიშვილის მილიარდები, ეს წელში გადაამტვრევს დანაშაულებრივ რეჟიმს.
მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტ ბატონ მარგველაშვილს, დაუყოვნებლივ გამოაცხადოს გადაგომა, ეს მთლიანად ჩაშლის დაწყებულ ანტიკონსტიტუციურ გადაგომას და მისი სახელი ოქროს ასოებით შევა ისტორიაში.."