სოხუმის დაცემა (ფოტორეპორტაჟი)


1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სოხუმის დაცემა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთერთი ყველაზე ტრაგიკული მარცხია.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები იძულებულები გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ და კავკასიის მთებიდან გასულიყვნენ სამშვიდობოს. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ადამიანი აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა.

ბრიტანელი ფოტოგრაფი მაიკ გოლდვოტერი 1993 წლის სექტემბერში საქართველოში იმყოფებოდა, მის ობიექტივში მოხვდა აფხაზეთის ომის უიშვიათესი კადრები და ის ემოციები, რომლებიც სამშობლოდან გამოძევებული ადამიანების სახეზეა აღბეჭდილი.

” საბჭოთა კავშირის დაშლის თემაზე რამდენიმე რეპორტაჟი უკვე გაკეთებული მქონდა და როდესაც 1993 წლის სექტემბერში საქართველოში ომი დაიწყო, გადავწყვიტე ეს თემაც გამეშუქებინა.

ფოტოგრაფის თქმით, ის Independent-ისთვის მუშაობდა, როდესაც თბილისში ჩამოვიდა:

“60-იანი წლების სასტუმროში პოლონელ ფოტოგრაფს, კრისს, შევხვდი. ჩვენ კონტაქტები გავცვალეთ და შემდეგ დილით ერთად გავეშურეთ ქვეყნის დასავლეთით. გვსურდა მალე ჩავსულიყავით სოხუმში.

თითქმის საღამო იყო, ზუგდიდში რომ ჩავაღწიეთ. ქუჩები ცარიელი იყო. ჯარისკაცებმა გაგვაჩერეს, ჩვენ ჩვენი” პრესქარდები” ვაჩვენეთ. მათ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, ზვიად გამსახურდიასთან წაგვიყვანეს, რომელმაც ახალი,, პრესქარდები” მოგვცა, თავისი ხელმოწერით.

ჩვენ იმ დღესვე დავბრუნდით სოხუმის გზაზე. მანქანაში ფანჯრის მხარეს ვიჯექი და ჩემს პატარა რადიოში BBC-ის ახალ ამბებს ვუსმენდით. მაშინ გავიგეთ, რომ სოხუმი დაეცა.

ამის შემდეგ ოჩამჩირეში წასვლა გადავწყვიტეთ”.








































წყარო: new.news.ge