ბოშათა ჰოროსკოპი, რომელიც 97%–იანი სიზუსტით სრულდება! , რომლებიც ადამიანის ბედსა და ხასიათს განაგებენ. ბოშათა ჰოროსკოპში 12 ნიშანია


ბოშებს ზოდიაქოს პირადი ნიშნები აქვთ, რომლებიც ადამიანის ბედსა და ხასიათს განაგებენ. ბოშათა ჰოროსკოპში 12 ნიშანია


თასი – 21.01 – 19.02


ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ძალიან მერყევი ხასიათის ადამიანია და გადაწყვეტილების მიღებისას დიდხანს ფიქრობს. მათ დაბადებიდანვე მოსდევთ გამორჩეულობის, ორიგინალურობისა და კრეატიულობის გამოძახილი. ურთიერთობაში მგრძნობიარეა და ცდილობს ირგვლივმყოფები გააბედნიეროს. ძალიან უმართლებთ თამაშებში, თუმცა ხშირად ბევრის ხარჯვა უწევთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას – სწრაფად იღლება, აწუხებს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური გადაღლილობა.

კაპიუშონი – 20.02–20.03

ეს ნიშანი იშვიათად ენდობა ვინმეს, ძალიან მშვიდი და სერიოზულია. იძენენ ერთგულ მეგობრებს, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან გვერდში დაუდგნენ. ხშირად ფინანსური პრობლემები აქვთ, თუმცა საქმეს ადვილად აგვარებს. 
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მშვიდი და წყნარი გარემო სჭირდებათ. მხოლოდ ასე გრძნობენ თავს კომფორტულად. მნიშვნელოვანია ასევე ვარჯიში და მასაჟი.

ხანჯალი – 21.03 – 20.04

საკმაოდ პრაქტიკული ნიშანია. დროს არასდროს კარგავს და მისზნისკენ ყოველთვის სწრაფად და პირდაპირ მიიწევს. მათ ინტუიციის კარგი გრძნობა აქვთ და იღბლიანები არიან თამაშში. კონკურენციისა და კონკურსების მოყვარული ყოველთვის დასახული მიზნისკენ ისწრაფვის. ხანდახან საკმაოდ აგრესიულ ხასიათსაც ავლენს. 
ხანჯალი – კარგად უმკლავდება ფულს და შესანიშნავი ადმინისტრატორია.
მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გვირგვინი – 21.04–20.05

გვირგვინი ადამიანები – სიმდიდრისა და კომფორტის მოყვარულები. ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო შეეფერებათ, თუმცა ამავდროულად არ ფლანგავს ფულს. გამოირჩევა უდრეკი ხასიათით. უსაზღვროდ ჯიუტია და ამან შესაძლოა სხვების უკმაყოფილება გამოიწვიოს, მაგრამ უფრო ხშირად მისი მიღწევებით აღტაცებულები არიან. თავისით რომ არაფერი მოდის, ეს კარგად იციან, ამიტომ სამსახურში დიდი ენთუზიაზმითა და ინიციატივის გრძნობით იწევს წინ, გამუდმებით ვითარდება, რასაც დიდი წარმატებამდე მიჰყავს. 
ძალიან ჯანმრთელია, მხოლოდ შესაბამისი დასვენება სჭირდება .

სასანთლე – 21.05–20.06

უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მეგობრობა. სხვების მიმართ გულგრილობას არასდროს იჩენს. ყველას უყვარს და მან ეს ძალიან კარგად იცის. გონივრულობისა და ნიჭის წყალობით სხვების მოხიბვლას ადვილად ახერხებს. 
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ბევრი მოძრაობა და ვარჯიში სჭირდებათ.

ბორბალი – 21.06–21.07

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ემოციურები და იმპულსურები არიან. არასტაბილური ხასიათის გამო მათი მგრძნობიარე და მსუბუქი ხასიათი შესაძლოა აბსოლუტური ნეგატივით შეიცვალოს.
მარტივად ახდენს ყურადღების კონცენტრირებას და ადვილად ფოკუსირდება პრობლემაზე, ამიტომ სამსახურში ლიდერის პოზიციაზეა. 
დაძაბულ და ხანგრძლივ ყურადღების კონცენტრაციას ხშირად ძლიერი თავის ტკივილებიც მოჰყვება. რისთვისაც აუცილებელია ცოტახნით ყურადღების გაფანტვა და მოდუნება.

ვარსკვლავი – 22.07–22.08

ენით აუღწერელი ბრწყინვალებითა და არსებობის მაგიური უნარი მათი მთავარი იარაღია, ნებისმიერ ცხოვრებისეულ დაბრკოლებასთან ბრძოლაში. ნამდვილი იღბლიანები არიან და ბედი ყოველთვის სწყალობთ.
მისი სუსტი წერტილი ხერხემალი და სახსრებია, რაც დიდი დატვირთვის შედეგია.

ზარი – 23.08–22.09

სიკეთე და სიმსუბუქე – ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულების მთავარი მახასიათებელია. საზოგადოებაში საკმაოდ პატივსაცემი ადამიანია. ცხოვრებაზე რეალისტური შეხედულებები აქვს და შრომისმოყვარეა. ხანდახან გარშემომყოფების მიმართ ძალიან მომთხოვნია, ყურადღებით უსმენს მათ და არც შენიშვნებს ერიდება.
როცა საქმე ფულს ეხება, ვიდრე რაიმე სერიოზულ საქმეს წამოიწყებდეს, წინასწარ განსჯის და ბევრჯერ განიხილავს.
უმჯობესია მეტად დაიტვირთონ ფიზიკურად, შეიქმნან სასიამოვნო და მშვიდი გარემო.

მონეტა – 23.09–22.10

ადამიანებთან ურთიერთობის ნამდვილი ვირტუოზი ხელოვანია. კარგად გათვითცნობიერებულია 
ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში. ყოველთვის სავსეა პოზიტივით.
რაციონალური და გონიერი მონეტები, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ არა მარტო სულიერ, არამედ ფიზიკურ მონაცემებსაც. არიან სამართლიანები და შესანიშნავად უმკლავდებიან მოლაპარაკებებს. 
ჯანმრთელობის მხრივ, მას არავითარი რჩევა არ სჭირდება.

დაგა (გრძელი ხანჯალი) – 23.10–21.11

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები მისტიური და ძლიერი ადამიანები არიან. უდრეკი, გამჭრიახი და უნივერსალურია, რაც გარშემომყოფებში პატივისცემას იწვევს. ანალიტიკური აზროვნებით გამოირჩევიან, ყველაფერს ამჩნევენ რაც მათ გარშემო ხდება.
ჯანმრთელობით დაბადებიდანვე გამოირჩევიან, მაგრამ ხშირად არ უფრთხილდებიან.

ნაჯახი – 22.11–21.12

რისკიანი ადამიანების ნიშანია, გამუდმებით თავგადასავლების ძიებაში არიან. საკუთარ თავში დარწმუნებული და მამაცია. თავისუფლებისკენ სწრაფვას ნებისმიერ საქმეში ავლენს. ბუნების ჯილდო მათი იშვიათი და სწრაფი აზროვნებაა. ნებისმიერ გარემოსა და ატმოსფეროში თავს ძალიან თავისუფლად გრძნობს.
საიმედო და სანდო ადამიანებად მიიჩნევიან. 
ჯანმრთელობა მყარი აქვთ.

ნალი – 22.12–20.01

დაჯილდოვებულია უსაზღვრო ენთუზიაზმის გრძნობით. ძალიან სანდომიანი და ერთგული მეგობრები არიან, დახმარებისთვის ყოველთვის მზად არიან. 
სტაბილური ადამინები არიან, ყველაფერში სრულყოფილების მიღწევა სურს. უშიშარი და ძალიამ გაბედულია, არ ეშინია რისკის და ცხოვრებაში ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ისინი ან ბევრს აღწევენ ან ბევრს კარგავენ.
სამსახურში უმეტესად წარმატებულია და გამუდმებით პროექტების განხორციელებაზე ფიქრობს.
სუსტი წერტილი – ღრძილები და კბილებია, ასევე ხერხემალი – კისრის მიდამოში.
წყარო: worldnews.ge