გააზიარეთ იქნებ ვუშველოთ რამე - 8 თვის ფეხმძიმეს სამი დღეა ლუკმა არაფერი მიჭამია, ჩემი 7 წლის შვილსაც რამდენჯერ დაუძინია მშიერს


ქალაქ ოზურგეთში ჯავახიშვილის 44 ნომერში მცხოვრები 8 თვის ორსული ქალი, მეორე კლასელ შვილთან ერთად უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.

როგორც 31 წლის ვენერა დანელია, ყვება, ის და მისი 7 წლის შვილი უკვე წლებია ნათესავის სახლში ცხოვრობენ, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. მოუწესრიგებელ საცხოვრებელ პირობებთან ერთად, მათ ყოველდღიურობას ის უფრო ამძიმებს, რომ დედა-შვილი ხშირად შიმშილობს:

„აბრაამი მეორე კლასშია. მე ამხელა მუცლით სად უნდა ვიმუშაო? იმის გამო, რომ ყოველთვიურად ჩვენი შემოსავალი ძალიან მწირია, ბავშვს ნორმალურად ვერ ვკვებავ. მას სწავლა უყვარს და პასუხისმგებლიანი ბავშვია, მაგრამ მშიერ კუჭზე ბავშვი მეცადინეობას შეძლებს? რამდენჯერ დაუძინია მშიერს. მეგობრები და მეზობლები კი გვეხმარებიან, საჭმელი მოაქვთ როცა შეუძლიათ, დღეს ისეთი დროა, თავისი საყოფი არა აქვს ხალხს და ჩვენც გვინაწილებენ. ერთმა მეზობელმა ერთი "ტაჭკა" შეშა მომიტანა, ზამთარში სიცივით არ დაიხოცოთო.

სასკოლოდ ტანსაცმელის და ფეხსაცმელის ყიდვაზე საუბარიც ზედმეტია. სკოლაში ბავშვი რომ გამეშვა, მერიამ მომცა ერთჯერადი დახმარება 250 ლარი. იმით ვუყიდე რვეულები და ტანსაცმელი. თვითონ მეც, 8 თვის ორსული ქალი ვშიმშილობ, რის გამოც ნაყოფი განვითარებით მის ასაკს ჩამორჩება...უკვე 7 წელია მამიდის სახლში ვცხოვრობ, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა. არ მაქვს არანაირი პირობები. ოთახში ყოველ გაწვიმებაზე ჭერიდან წყალი ჩამოდის. არავინ არ მყავს პატრონი. ჩემს მეუღლეს არ აინტერესებს ჩვენი უკიდურესად გაჭირვებული მდგომარეობა, ფაქტიურად მიგვატოვა და პასუხისმგებლობაც აიცილა თავიდან. არც მამა მყავს ცოცხალი. დედას არ აინტერესებს ჩვენი მდგომარეობა.ზოგი დედინაცვალი უფრო ახლოს მიიტანს გულთან შვილის მდგომარეობას, ვიდრე ამას დედაჩემი აკეთებს. მუშაობა არასდროს არ მითაკილია. სხვისი სახლების დამლაგებლადაც მიმუშავია, მაგრამ ამ მდგომარეობაში ფიზიკურ მუშაობას ვეღარ ვახერხებ და შიმშილის ზღვარზე ვართ.“

რესპონდენტი ყვება, რომ სოციალური დახმარება, რომელიც ყოველთვიურად 120 ლარს შეადგენს, ორსულმა ქალბატონმა მის პატარა ბიჭთან ერთად თვიდან-თვემდე საკვებზეც და კომუნალურ გადასახადებზე უნდა გაანაწილოს და რომ არა მისი მეგობრები და მეზობლები, ამ დრომდე ალბათ ვერც გაუძლებდა. ექიმის მიერ გამოწერილ წამლებს, რაც ნაყოფის განვითარებისათვის სავალდებულოა, ვერ ყიდულობს. ამას გარდა, საკვების არ ქონის გამო, დედაც და ბავშვიც მატების მაგივრად წონაში იკლებენ, რაც ორივესთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. დაახლოებით 3 კვირაში ის უკვე ბავშვს ელოდება. დასუსტებული ორგანიზმის და გაუარესებული ჯანმრთელობის გამო, მას საკეისრო კვეთა უნდა ჩაუტარდეს. ახალშობილს კი შესაბამისი მკურნალობა დასჭირდება:

„მერიის სოციალურ სამსახურში დამპირდნენ, რომ საკეისროს ფულს დამიფარავენ, რომელიც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მესაჭიროება. ოსტეოქონდროზი და მენჯ-ბარძაყის ამოვარდნილობა მაქვს. მითხრეს, რომ ერთ წლამდე ბავშვს საკვებით სახელმწიფო უზრუნველყოფს. ბუნებრივ კვებაზე რომ ვერ მეყოლება ფაქტია. იმედია, დაფინანსებაზე პრობლემა არ შემექმნება"-ამბობს ვენერა დანელია.

ადგილზე მისულ ჟურნალისტს, ვენერა დანელიას ახლობელი ქალბატონიც დახვდა, რომელმაც ტელეფონში ვენერას მიერ გაგზავნილი სმს წააკითხა:

„უკვე აღარ შემიძლია, სამი დღეა ლუკმა არაფერი მიჭამია. ბავშვი ისე წრიალებს მუცელში, ლამის გვერდები გამინგრიოს. აბო დამსდევს, კარტოფილი შემიწვიო. არაფერი არ მაქვს. შევიშლები“

ნ. ს: „ასეთ სმს-ს რომ წაიკითხავ, ადამიანურად ხომ მოქმედებს? ჯიბეში 20 ლარი მედო, ვუყიდე ცოტა კარტოფილი, მაკარონი, პური, ზეთი და მოვუტანე. არ ვიცი დღეს თუ ვინმეს ასე უჭირს, როგორც ამ ოჯახს. არავინ ამათი პატრონი არაა. წარმოგიდგენიათ, 7 წლის ბავშვი და ფეხმძიმე ქალი შიმშილობდეს“?-აცხადებს დანელიასთან სტუმრად მყოფი ქალბატონი.

ვენერა დანელიასთვის დახმარების აღმოჩენის მსურველებმა,გთხოვთ შეეხმიანოთ პირად ნომერზე:599 12 82 13.
წყარო: media.lider.ge