კალიფორნიელმა მეცნიერებმა უცხო გალაქტიკიდან გამოგზავნილი 15 ახალი სიგნალი დააფიქსირეს


მეცნიერებმა კოსმოსიდან მიღებული 15 ახალი სიგნალი დაიჭირეს, რაც დედამიწის გარდა სიცოცხლის სხვაგან არსებობაზე შეიძლება მიუთითებდეს. ეს აღმოჩენა ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში არსებულ პროექტ Breakthrough Listen-ში ჩართულმა პროფესორ-მეცნიერებმა დააფიქსირეს. ინფორმაციას თავად უნივერსიტეტი ავრცელებს.
ე.წ. გამონათებები 26 აგვისტოს სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით დაფიქსირდა. თითოეული სიგნალი 300 მილიწამის განმავლობაში გრძელდებოდა. სიგნალის წყარო FRB 121102-ია - ჯუჯა გალაქტიკა, რომელიც დედამიწიდან სამი მილიარდი სინათლის წელიწადით არის დაშორებული. როგორც სწავლულები ამბობენ, გალაქტიკა მზის მასაზე 40-70 მილიონჯერ უფრო მძიმეა, ხოლო მისი დიამეტრი 13 ათასი სინათლის წელიწადის ტოლია.
FRB 121102-ისგან პირველი სიგნალი ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღეს. ამის შემდეგ მეცნიერების მცდელობა უცხო სამყაროს დაკავშირებოდნენ 26 აგვისტომდე უშედეგოდ სრულდებოდა. 
დღეის მონაცემებით, გალაქტიკიდან დედამიწაზე ასეთი 150-მდე სიგნალია გამოგზავნილი, თუმცა ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სიგნალი RB 121102-იდან განმეორდა.
წყარო: imedinews.ge