ჟურნალისტი თამარ ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში 112 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აკრიტიკებს და ყვება ამბავს, რომელიც მისი ოჯახის წევრს ახლახანს გადახდა. ოქრუაშვილი შსს-ს გენერალურ ინსპექციას კითხვით მიმართავს, როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, თუკი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან.
თაკი იმედაშვილი: 112 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მივმართავ- ხალხი ხართ? ვიცი, უაზრობაა, ნერვების შლა, მაგრამ, უბრალოდ, მინდა, მეგობრებო, იცოდეთ, რომ 112 ის იმედი არ გქონდეთ თუ გაგიჭირდათ რამე!!
დღეს ჩემი მანქანის სიგნალიზაციამ აურია და ისე მოხდა, რომ ბავშვი (1 წლის) მანქანაში ჩამეკეტა. დაბნეულმა იმ წამსვე 112 ში დავრეკე, მერე ჩემს მეუღლე-ლექსოს დავუკავშირდი, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ 112 მოასწრებდა ლექსოს მოსვლას, თუმცა ამაოდ! ლექსო მალევე მოვარდა, მანქანის შუშა ჩაამტვრია და აკივლებული ბავშვი გამოვიყვანეთ. სანამ დავწყნარდით და დავრწმუნდით, რომ ყველაფერი კარგად არის, გავიდა დახლოებით 25 წუთი 112 ში დარეკვიდან
ამიტომ შევწუხდი, ვიფიქრე-სხვას, ვისაც ასევე უჭირს, საქმე არ გავუფუჭო და ამიტომ
გავაუქმე გამოძახება.. წარმოიდგინეთ, 112-იდან 1 საათში რეკავენ ტექსტით: ჩვენი სამსახური არ დადის მსგავს გამოძახებებზე,რადგან მინის ჩატეხვა თურმე თავადაც შემეძლო…
არა და პირველი დარეკვიდან 5 წუთში გადავამოწმე და მითხრეს ჯგუფი გამოსულია უკვეო!“
დღეს ჩემი მანქანის სიგნალიზაციამ აურია და ისე მოხდა, რომ ბავშვი (1 წლის) მანქანაში ჩამეკეტა. დაბნეულმა იმ წამსვე 112 ში დავრეკე, მერე ჩემს მეუღლე-ლექსოს დავუკავშირდი, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ 112 მოასწრებდა ლექსოს მოსვლას, თუმცა ამაოდ! ლექსო მალევე მოვარდა, მანქანის შუშა ჩაამტვრია და აკივლებული ბავშვი გამოვიყვანეთ. სანამ დავწყნარდით და დავრწმუნდით, რომ ყველაფერი კარგად არის, გავიდა დახლოებით 25 წუთი 112 ში დარეკვიდან
არა და პირველი დარეკვიდან 5 წუთში გადავამოწმე და მითხრეს ჯგუფი გამოსულია უკვეო!“
ეს ამბავი გუშინ ჩემს ოჯახში მოხდა — თაკი ჩემი რძალია! ახლა კი კარგად მომისმინოს შსს საგანგებო სიტუაციების სამსახური 112 -მა, ეს ამბავი აგრე მარტივად არ ჩაივლის! დავუშვათ, ბავშვის მამა არ ყოფილიყო ადგილზე, ახალგაზრდა დედას რა უნდა ექნა? ის მაინც გვითხარით, მსგავსს შემთხვევაში რომ ვერ გამოდიხართ, ანდა რომელი მინა ჩაამტვრიოს მშობელმა, რომ ბავშვი არ დაზიანდეს? საზღვარგარეთ ძაღლი რომ ჩაიკეტოს, ის გამოჰყავს მაშველს და ერთი წლის ბავშვზე დახმარება გახდა პრობლემა? შსს გენერალური ინსპექცია-ს მივმართავ, მაინტერესებს, ნამდვილად მშობელმა უნდა ამტვრიოს მინები? და ამ წამს რომ მომივიდა შეტყობინება- 112-ს საფასური ჩამოგეჭრათო, ეს რისი ფასია? ეტყობა, ყველაზე საიმედო 112- ჩემი შვილი-ლექსოა და თქვენ რა შუაში ხართ?”-წერს თამარ ოქრუაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე.
წყარო: postalioni.com