სკანდალი - ფრთხილად თემქაზე 10 წლამდე გოგონებს სექსუალური კავშირის დამყარების მიზნით უსაფრდება პედოფილი მამაკაცი



თემქაზე, მე-3 და მე-4 მიკრო რაიონში  ეძებენ მამაკაცს, რომელსაც პედოფილიაში სდებენ ბრალს. ამის შესახებ  “მარშალპრესს” ადგილობრივებმა განუცხადეს. მათი თქმით, მამაკაცი დაახლოებით 10 წლამდე გოგონებს სექსუალური კავშირის დამყარების მიზნით სადარბაზოებში უსაფრდება.
მოსახლეობის თქმით,  სცადეს მისი დაჭერა, თუმცა გაექცათ.  მათივე ცნობით ეჭვმიტანილს ზურგზე ჯვარი აქვს ამოსვირინგებული. მოსახლეობა ამ რაიონის მაცხოვრებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

წყარო: marshalpress.ge