შვეიცარიაში, ლიბიელი იმამი აბუ რამადანი ებრაელების, ქრისტიანებისა და შიიტების მოკვლის მოწოდებით გამოდის.
ის ალაჰს სთხოვს, “მისი რელიგიის ყველა მტერი გაანადგუროს”. “გაანადგურე ებრაელები, ქრისტიანები, ინდუსები, რუსები და შიიტები. თქვენ კი მართლმორწმუნეებო, დაიმახსოვრეთ: ვინც ურწმუნოსთან მეგობრობს, წყეული იქნება” – ნათქვამია იმამის ქადაგებაში.
გარდა ამისა, ის მუსლიმებს მოუწოდებს, არ დაემორჩილონ შვეიცარიის კანონებს, თავად კი ამ ქვეყნის არც ერთ სახელმწიფო ენაზე არ საუბრობს.
აღსანიშნავია, რომ იმამს შვეიცარიისგან, იქ ცხოვრების პერიოდში, როგორც უმუშევარს, 620 ათასი დოლარის ოდენობის შემწეობა აქვს მიღებული. ამ თანხით ის არაფერს იკლებს, მათ შორის, არც ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრებას – წერს uoj.org.ua
ამ დროისთვის, ქვეყნიდან იმამის გაძევებას რამდენიმე პოლიტიკოსი მოითხოვს, მაგრამ ამ მოთხოვნაზე ხელისუფლებას ჯერ რეაგირება არ მოუხდენია.
წყარო: dogma.ge