"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ქართულ ოცნებაში გავლენის მოპოვებისთვის მიმდინარეობს პოლიტიკური ბრძოლა და არა კორუფციის წინააღმდეგ. მისივე თქმით, სიების დაკომპლექტებაში მმართველი პარტიის რამდენიმე ფლანგი მონაწილეობს და ამ სიის შედგენისას მაჟორიტარების კანდიდატებზე კალაძეს პრობლემები აქვს:
„კალაძეს მიაჩნია, რომ თუ დედაქალაქის საკრებულო მისი ხალხით არ დაკომპლექტდება, მერად არჩევის შემთხვევაში, საჭირო დროს მას შესაძლოა იმპიჩმენტი მოუწყონ. ახლა გავლენების მოპოვებისთვის მიმდინარეობს ბრძოლა და კალაძე იმ ხალხის ჩამოცილებას ცდილობს ვინც დღემდე ქართულ ოცნებასთან არის დაკავშირებული. მას ასეთი ხალხი არც სიაში უნდა და არც მაჟორიტარებად.
სიის შედგენას ვერ ახერხებენ. მაჟორიტარების შერჩევაც უჭირთ. ახლა იქ გავლენების გადანაწილებისთვის იბრძვიან და ყველა თავის ძალაუფლებას იყენებს. დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს იმის შესახებ, რომ კალაძეს საარჩევნო სიის შედგენასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. ოცნების წარმომადგენლები ღიად ამბობენ, რომ კალაძე ამ სიებს ერთპიროვნულად ვერ დაწერს და ის პარტიასთან იქნება შესათანხმებელი“ აცხადებს ხაბეიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.
წყარო: guriismoambe.com