ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ვერტმფრენი სავარაუდოდ სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნოდა და ის მაშინ ჩამოვარდა, როდესაც წყლის ავზს ავსებდა.
ინციდენტის შედეგად მსუბუქად დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც თბილისში, ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შვეულმფრენი ბორჯომის ხეობაში უკვე 1 კვირაა ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მონაწილეობდა.
ბორჯომის ხეობაში, ვერტმფრენის კატასტროფის ადგილზე შს მინისტრი იმყოფება. შვეულმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის შედეგად, რომელიც დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა, 4 ადამიანი დაშავდა. მათი დაზიანებები მსუბუქია და ისინი მკურნალობას თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გააგრძელებენ.
ბორჯომის ხეობაში ავიაკატასტროფის შედეგად დაშავებულები ღუდუშაურის კლინიკაში გადმოჰყავთ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასავდა 3 პირი, თუმცა ახლა უკვე ცნობილი ხდება, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. თითოეულ მათაგნს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული. თავდაპირველად ისინი გადაიყვანეს ბორჯომის საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა საჭიროდ ჩათვალეს დაშავებულებს მკურნალობა თბილისში გაეგრძელებინათ.
სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც უკვე 1 კვირაა უწყვეტად მონაწილეობს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში, წყლის ავზის ავსების დროს ჩამოვარდა.
შს სამინისტრო ბორჯომის ხეობაში მომხდარ ავიაკატასტროფას ეხმაურება. უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა - „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა.
"შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ სახანძრო - სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი სპეცტექნიკა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
"პირველადი ინფორმაციით, წყლის აღების დროს, ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა. მფრინავების პროფესიონალური და ოპერატიული მოქმედების შედეგად, შესაძლებელი გახდა ვერტმფრენის დასმა, რითაც თავიდან იქნა აცილებული უდიდესი ტრაგედია. იმის გამო, რომ კალათა წყლით იყო სავსე, ავარიული დაშვება წყალზევე განხორციელდა.
"პრევენციისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით, ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 4 წევრი თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაჰყავთ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენს - „მი-8“ - ს სარეგლამენტო შემოწმება 2 დღის წინ, 25 აგვისტოს ჩაუტარდა. მოცემულ დროს, ვერტმფრენის ძრავი სრულ წესრიგში იმყოფებოდა. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს აღნიშნულმა ვერტმფრენმა 600-მდე გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 1300-მდე ტონა წყალი დაასხა. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო."
"პირველადი ინფორმაციით, წყლის აღების დროს, ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა. მფრინავების პროფესიონალური და ოპერატიული მოქმედების შედეგად, შესაძლებელი გახდა ვერტმფრენის დასმა, რითაც თავიდან იქნა აცილებული უდიდესი ტრაგედია. იმის გამო, რომ კალათა წყლით იყო სავსე, ავარიული დაშვება წყალზევე განხორციელდა.
"პრევენციისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით, ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 4 წევრი თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაჰყავთ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენს - „მი-8“ - ს სარეგლამენტო შემოწმება 2 დღის წინ, 25 აგვისტოს ჩაუტარდა. მოცემულ დროს, ვერტმფრენის ძრავი სრულ წესრიგში იმყოფებოდა. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს აღნიშნულმა ვერტმფრენმა 600-მდე გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 1300-მდე ტონა წყალი დაასხა. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო."
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი დღეს დილით, ავზის ავსებისასჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 პირი ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ღუდუშაურის კლინიკაში იქ, სადაც დაშავებულები გადაჰყავთ, ჯანდაცვის მინისტრი მივიდა. დავით სერგეენკო ადგილზე რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა, თუმცა მას წინასწარ კომენტარი არ გაუკეთებია.
მინისტრი ამ წუთებში კლინიკაში იმყოფება. 4-ვე დაშავებული ბორჯომიდან თბილისისკენ უკვე მოჰყავთ. დრეს დილით ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბორჯომის ხეობაში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევა ავზის ავსების დროს მოხდა.
ბორჯომის ხეობაში ავიაკატასტროფის შედეგად დაშავებულები ღუდუშაურის კლინიკაში მიიყვანეს. რეანომობილი საავადმყოფოს ეზოში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.
ბორჯომიდან სულ 4 დაშავებული გადმოიყვანეს, რომლებსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა ბორჯომის საავადმყოფოში მიიჩნიეს, რომ მათ მკურნალობა თბილისში უნდა გაეგრძელებინათ.
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ თალაკვაძე აცხადებს, რომ წაღვერში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, ვერტმფრენში 4 ადამიანი იმყოფებოდა. 2 მფრინავი, ერთი ბორტმექანიკოსი და სამაშველო სამუშაოებში ჩართული პირი. ოთხივე მათგანი ქართველია.
„ოთხნი არიან ჯამში, 4 გადმოგვყავს, უბრალოდ 3 ჩამოჰყავთ. მათი მდგომარეობა სტაბილურია. პირველი შეფასებით, მნიშვნელოვანი არაფერი, უბრალოდ გადმოგვყავს იმისთვის, რომ კვლევები ჩავუტაროთ,“ - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბორჯომის ხეობაში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევა ავზის ავსების დროს მოხდა.
ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის წყლიდან ამოსაყვანად მძიმე ტექნიკა მუშაობს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
შსს-მ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ აიღო და შემდეგ კვლავ განათავსა, სადაც წერია, რომ სამაშველო ვერტმფრენმა განიცადა ავარიული დაჯდომა, რაც ტექნიკურ გაუმართაობას უკავშირდება.
ვერტმფრენი მი-8 ბოლო ერთი კვირაა ყოველდღიურ რეჟიმში შეუჩერებლად 12 საათს დაფრინავდა ბორჯომის ხეობაში და ცეცხლის ჩაქრობაში იღებდა მონაწილოებას.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვერტმფრენმა ტექნიკური შემოწმება 2 დღის წინ გაიარა და ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.
ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განცხადება გააკეთა. გიორგი აბაშიშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილთან იმყოფება, ამბობს, რომ პირველადი მონაცემებით, ვერტმფრენმა წლის შევსების დროს ავარიული დაშვება განახორციელა წყალზე, რასაც მისი გადაბრუნება მოჰყვა.
მისი ინფორმაციით, პილოტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოები ჩვეული რიტმით გრძელდება.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი დღეს დილით, ავზის ავსებისას ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 პირი ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წყარო: რუსთავი 2