დავინახე სამი ადამიანი. დივერსიას ჰგავს ეს ყველაფერი - ლელა კაკულია

წელს ჩვენს ქვეყანაში გაჩენილმა ხანძრების რაოდენობამ უამრავი კითხვა გააჩინა. განიხილება სხვადასხვა ვერსია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საკუთარი მოსაზრება ლელა კაკულიამ ჟურნალ “სარკესთან” დააფიქსირა.
“დავინახე სამი ადამიანი. დივერსიას ჰგავს ეს ყველაფერი. სხვადასახვა ადგილებში ჩნდება ცეცხლი და გამორიცხულია ეს სპეციალურად გაჩენილი არ იყოს… იმ სამ ადამიანზე, რომელსაც მე ვხედავ, აუცილებლად ილაპარაკებენ. ტელევიზიით გახმოვანდება ეს ამბავი. ერთი რუსია და ორი კავკასიელს ჰგავს. კავკასიელებს იყენებენ, რომ თუ გაირკავა რაშია საქმე მათ დააბრალონ. ესაა ჩემი წინასწარმეტყველება – დივერსიულ აქტს ჩადის სამი ადამიანი. შეიძლება მეტიც არის ჩართული ამ საქმეში, მაგრამ ბორჯომში ცეცხლი ნამდვილად სამმა ადამიანმა გააჩინა სპეციალურად. დამსვენებლები და ტურისტები მოემატა საქართველოს და ამან განაპირობა ჩვენი მტრის გაღიზიანება. ხანძრები კიდევ გაგრძელდება, მაგრამ დიდი მასშტაბის აღარ იქნება. ხილვაში ვხედავდი ცეცხლს, რომელსაც ჩააქრობდნენ და იმაზე უკეთესი ტყე გაშენდებოდა. ბორჯომის ტყეში უამრავი ხე დაიწვა, მაგრამ მათ შორის ბევრი გამხმარი იყო, იმათ ადგილზე კი ახალი აშრიალდება”, – ამბობს კაკულია.
წყარო: cyc.ge