რუსეთის სპეცსამსახურებმა ტერაქტი აღკვეთეს.
რუსეთის ტერიტორიაზე დაკავებული ე.წ.ისლამური სახელმწიფოს ორი წევრი 1 სექტემბერს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში ტერორისტულ აქტებს გეგმავდა.
ინფორმაციას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ჯიჰადისტები რუსეთში ცენტრალური აზიიდან შევიდნენ. ტერორიზმში ეჭვმიტანელების მობილური ტელეფონების შემოწმებისას, რადიკალი ისლამისტების გადამბირებლების საკონტაქტო ინფორმაცია და ტერაქტების განსახორციელებელი ინსტრუქციები აღმოაჩინეს.
რუსეთის ძალოვანი უწყებების ინფორმაციით, ერთი მათგანი თავის აფეთქებას, მეორე კი მოქალაქეებზე ცივი იარაღით თავდასხმას გეგმავდა. ჩხრეკისას ასევე აღმოჩნდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.
წყარო: cyc.ge