შალვა ნათელაშვილის საგანგებო მიმართვა - რა ხდება აფხაზეთის გარშემო ? (ვიდეო)



"მთავრობის მოღალატეობრივმა პოლიტიკამ იქამდე მიგვიყვანა, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკა აპირებს აფხაზეთის აღიარებას. სეპარატისთა დელეგაცია, უმაღლეს დონეზე იქნა მიღებული დამასკოში. აღნიშნულს შეიძლება მოჰყვეს ჯაჭვური რეაქცია არაბულ და ისლამურ სამყაროში, რაც იქნება სრული კატასტროფა.
ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს სანქციების რეჟიმი ასადის მთავრობაზე. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ეგრედწოდებულ მთავრობას, საპროტესტო განცხადება მაინც გააკეთონ საერთაშორისო ორგანიზაციებში, იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენს თავს ხდება.." - შალვა ნათელაშვილი.