ბორჯომის ხეობაში ვითარება გართულდა. მაშველები დამატებით ძალას ელოდებიან


ხანძარი მძვინვარებს არდაგანის სასაფლაოებთან. ცეცხლი მთის ქვედა ფერდობზე ჩამოვიდა და მიაუახლოვდა სასაფლაოებს. ადგილზე ამ წუთებში პრემიერ მინისტრი და შსს მინისტრი მივიდნენ. მათ დავალებები გასცეს. მუშაობს 4 სახანძრო ბრიგადა, თუმცა დამატებით ძალასაც ელოდებიან.
ადგილზე დასახმარებლად უკვე მივიდნენ აზერბაიჯანელი მაშველები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის 2 კილომეტრით არის დაშორებული, სასაფლაოებს ნახევარ საათში მიაღწევს. 
“იმედის“ გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და დეტალებს ადგენს.
წყარო: imedinews.ge