სოციალური ქსელი ფეისბუქი პრობლემების წინაშეა. ბოლო რამდენიმე დღეა საიტზე შესვლა და მისი გამოყენება რთულდება. ფეისბუქის გარდა პრობლემები აქვს ინსტაგრამსაც.
სოციალური ქსელი ყველაზე ცუდად პარასკევს მუშაობდა. ფეისბუქის მომხმარებლები წერდნენ, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საიტზე შესვლას, ან თუ შედიოდნენ არ შეეძლოთ გვერდის განახლება, დაკომენტარება და ფოტოს გაზიარება.
მომხმარებელთა უმრავლესობა წერდა, რომ მათ არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ ფეისბუქის გარეშე. საიტზე წვდომა ღამის 2:13 წუთზე თითქმის შეუძლებელი იყო.
პრობლემები გამოიკვეთა როგორც ფეისბუქის დესკტოპ, ისე მობილურ ვერსიაში.
Down Detector-ის რუკის მიხედვით ფეისბუქზე შესვლა არ შეეძლოთ შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებს: აშშ, ბრაზილია, იაპონია, ავსტრალია და თითქმის მთელი ევროპა.
ფეისბუქის კუთვნილ აპლიკაცია ინსტაგრამის მომხმარებლებს მართალია სოციალურ ქსელში შესვლა შეეძლოთ, თუმცა ისინი ვერ აზიარებდნენ ფოტოებს და ასევე, შეზღუდული ჰქონდათ დაკომენტარების ფუნქცია.
ამ დროისათვის ძირითადი პრობლემები უკვე მოგვარებულია.
წყარო: 1tv.ge


