რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები დღეს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს ?


სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა ვადიმ ასტაფევმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ განგაშის მიზანს ზემოხსენებული სამხედრო გაერთიანების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება წარმოადგენდა.განგაში რუსეთის ფედერაციის როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკასა და ანექსირებულ ყირიმში გამოცხადდა.
შემოწმება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის არმიის გენერლის ვალერი გერასიმოვის ბრძანებით ხორციელდება.
ავიაციის საბრძოლო მზადყოფნის შეფასება ტაქტიკური სწავლებების შემდეგ დაიდება.
წყარო: timenews.ge