დამანგრეველი ქარიშხალი „ჰარვის“ მსხვერპლთა რაოდენობა აშშ-ში უკვე 30-მდე გაიზარდა, ინფორმაციას New York Times აქვეყნებს.
ქალაქ ჰიუსტონში სრული განუკითხაობაა, მაროდიორებთან ბრძოლის მიზნით ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა.
ტეხასის ერთ-ერთი მთავარი ქიმიური ქარხანა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და წყალდიდობის გამო მისი აფეთქების საფრთხე არსებობს, მიმდინარეობს ქარხნის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების ევაკუაცია.
რეგიონში ძლიერი წვიმაა და ეს მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. მაშველებმა და სამხედროებმა 13 ათას ადამიანზე მეტი გადაარჩინეს.
წყარო: agora.ge