მიხეილ ცაგარელი 28 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე, ასტროლოგიური პროგნოზით ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის


ვერძი 

ვერძები ამ კვირაში მეტად აქტიურები იქნებიან. ამ ნიშნით დაბადებულები - ეს დაუღლელი ადამიანები არიან. ამასთან, ვერძების ზოგმა სიცოცხლისუუნარო იდეამ შესაძლოა კრახი სწორედ ამ ნიშნის ზედმეტი სიჩქარის გამო განიცადოს, რა დროსაც ის ან სერიოზულ შეცდომებს დაუშვებს, ან ვერ გააცნობიერებს ყველა რისკფაქტორს. ვერძებს მოუწევთ მოკლე ვადაში შეცვალონ გეგმები ან მუშაობის სტილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმეებში გარკვეული პრობლემები შეექმნებათ. ამ კვირაში ნიშანს სიფრთხილე მართებს. მიუხედავად მისი აქტიურობისა, ენერგიულობისა და სურვილისა, რომ მიიღოს ყველაფერი ერთბაშად და უცებ, ამ კვირაში ასეთი ქმედებები დაუშვებელია. თუ ლომი აქამდე ამის უფლებას აძლევდა ვერძს, ახლა მზე უკვე მეტად მშვიდი და წინდახედული ქალწულის ნიშანში გადავიდა. ქალწულს კი აჩქარებული, ცუდად დაგეგმილ-გათვლილი მოქმედებები არ უყვარს. ამიტომაც ვერძებმა უნდა იმოქმედონ პრინციპით „შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“.

კურო 

ამ კვირაში კუროებმა შესაძლოა მოულოდნელად რაღაც დაფარული ინფორმაცია მიიღონ, რაც მათ ბევრ უსიამოვნებასა და პარტნიორებთან კონფლიქტებს მოუტანს. ამ თვალსაზრისით კუროები ამ კვირაში მეტად ფრთხილად უნდა იყვნენ. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ზოგიერთი კუროს ცხოვრებაში - ზოგიერთისა და არა ყველასი. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ამ კუთხით ეს პერიოდი კუროებისთვის კარგია. თანდათან აიწევს მათი ენერგოტონუსი და ისინი სულ უფრო აქტიურები და ენერგიულები გახდებიან, ნაკლებად დაიღლებიან და მოქმედებებსაც მოუმატებენ. ასევე გაიზრდება ემოციური სტაბილურობა, პირად ცხოვრებასა თუ საქმეებში წარმატებების მიღწევისა და ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი. გაძლიერდება კუროების კონტაქტურობა და კომუნიკაბელობა. თუმცა ამ ყველაფრის რეალიზება უფრო მომდევნო კვირაში გახდება შესაძლებელი. და მაინც, ამ კვირაში ისინი კარგად იგრძნობენ თავს.

ტყუპები

ტყუპებს აღუდგებათ სიცოცხლის პოტენციალი და ძალით, მომხიბლაობით, ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით აღივსებიან. თუმცა, ამის პარალელურად იარსებებს წყალქვეშა დინებები: ეს მეტად არახელსაყრელი პერიოდია კოლექტიური მუშაობისთვის და ნებისმიერი თანამშრომლობისთვის. ამიტომაც სჯობს თავი შორს დაიჭირონ ნებისმიერი კოლექტიური საქმიანობისგან. ტყუპების ურთიერთობებში შესაძლოა თავი იჩინოს უსიამოვნებებმა, კონფლიქტებმა და სირთულეებმა. თუ ისინი ინდივიდუალური პროექტებით დაკავდებიან, დიდი წარმატება ელით. მით უმეტეს, რომ ტყუპებს ამ დროს ძალიან მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი ექნებათ და მათ იდეებს აიტაცებენ. ტყუპებს შეუძლიათ ორიგინალურად წარმოაჩინონ თავი პროექტებშიც და პირად ურთიერთობებშიც. შეუძლიათ კონტაქტები დაამყარონ უცხოელ პარტნიორებთან. ამ თვალსაზრისით მათთვის კარგი პერიოდი დგება. ასევე კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის. ემოციურად ნიშანი მეტნაკლებად შეინარჩუნებს სტატუს კვოს.

კირჩხიბი

კირჩხიბებს შესაძლოა უსიამოვნო გარჩევები მოუხდეთ გარშემომყოფებთან, რაც უსამართლობით ან გაუგებრობით იქნება გამოწვეული როგორც თავად კირჩხიბების, ისე სხვა პირების მხრიდან. ამიტომაც მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყვნენ და ყური მიუგდონ საკუთარ ინტუიციას. კირჩხიბებს შესანიშნავი ინტუიცია აქვთ. მათ უნდა შეიგრძნონ ვითარება და შეეცადნენ, არ ჩაერთონ გარშემომყოფებთან რაიმე სადავო საკითხების გარჩევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მათ პრობლემებსა და სირთულეებს შეუქმნის და ურთიერთობებსაც დაუძაბავს. დადებითი ფაქტორი: ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს პერიოდი კარგია მოგზაურობისთვის, ბიზნესგეგმებისთვის ხორცის შესხმისა და ასევე შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ეს ყველაფერი კი რეალურ შედეგებს მოიტანს.

ლომი 

ლომებისთვის ეს კარგი პერიოდია. ამ ნიშნით დაბადებულებს მომგებიანი კონტრაქტების გაფორმებისა და წარმატების მიღწევისთვის ბევრად მეტი შანსი მიეცემათ. ამიტომაც ლომებს საქმეში ჩაფლვა მოუწევთ. გარდა ამისა, მოუხდებათ მათ გარშემო ან მსოფლიოში მიმდინარე ზოგ მოვლენაზე შეხედულებების შეცვლა. ამ კვირაში ლომები აქტიურები, ენერგიულები იქნებიან, გამოავლენენ შესანიშნავ ორგანიზატორულ უნარებსა და მაღალ ინტელექტუალურ პოტენციალს. ეს პერიოდი კარგია მოგზაურობისა და ახალი კონტაქტებისთვის, ასევე სასიყვარულო და რომანტიული პაემნებისთვის. ამ კუთხით ლომებს შეუძლიათ შეცვალონ ურთიერთობები ან აიყვანონ ისინი ახალ საფეხურზე. ლომებს ასევე მიეცემათ ფინანსური მდგომარეობის შეცვლის შესაძლებლობა. დიდია წარმატების ალბათობა.

ქალწული

ქალწულები ამ კვირაში ყურადღებით უნდა იყვნენ პარტნიორებთან - როგორც სიყვარულში, ისე საქმეში, ვინაიდან ისინი ეშმაკობითა თუ ტყულებით შეეცდებიან მიაღწიონ მიზანს. თუ ქალწულები ყურადღებით იქნებიან და არ მოტყუვდებიან, მაშინ ეს პერიოდი მათთვის სულაც არ იქნება ცუდი. ახლა მზე ამ ნიშანში შევიდა. შესაბამისად, ქალწულების ენერგოტონუსი გაუმჯობესებას იწყებს, ხოლო ჯანმრთელობა სტაბილური ხდება. ისინი ნაკლებად დაიღლებიან, აუმაღლდებათ შრომის უნარი, გაუძლიერდებათ ემოციური სტაბილურობა. ამ პერიოდში ქალწულებს შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ გარკვეული მატერიალური დივიდენდები, მათ შორის, იმ სამუშაოდან, რომელიც ადრე ჰქონდათ შესრულებული. ქალწულებს შეუძლიათ ჩაერთვნენ ახალ პროექტებში და აქვთ შანსი, წარმატებას მიაღწიონ ბიზნესსფეროში, ასევე გაიუმჯობესონ პირადი ურთიერთობები და გამოავლინონ საუკეთესო თვისებები.

სასწორი

ამ კვირაში სასწორების ენერგეტიკა ზოგადად მყარი იქნება, რაც მათ სირთულეების გადატანაში დაეხმარება. თუმცა გამორიცხული არ არის პარტნიორებთან უთანხმოება, სასართლო გარჩევებიც კი. პრობლემები შესაძლოა წარმოიშვას როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო ურთიერთობებში. სასწორების ენერგოტონუსი დაიკლებს და ნელ-ნელა შეიგრძნობენ, რომ იოლად იღლებიან, რომ რაღაც აბსოლუტურად უსარგებლო წვრილმანებზე ბევრი დრო ეხარჯებათ. ამ პერიოდში მოიმატებს გარკვეული კონფლიქტები. დაიკლებს წარმატების მიღწევის შანსი. ახლა სასწორები წლის განმავლობაში ყველაზე რთულ ფაზაში შედიან. შესაბამისად, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ იდუმალი მტრები, კონკურენტები ან უბრალოდ გულღრძო შურისმაძიებლები - მათ შორის, ყოფილი პარტნიორები, გააძლიერებენ მათ წინააღმდეგ მოქმედებებს. ეს კი ხელს შეუშლის მათ საქმიან თუ პარტნიორულ ურთიერთობებში. ამიტომაც სასწორებმა უნდა შეამცირონ აქტიურობა, რათა არ დაიღალნენ, თორემ ეს ნევროზებამდე და სტრესებამდე მიიყვანს მათ. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, სჯობს არ მოკიდონ ხელი არანაირ სარისკო თუ მნიშვნელოვან საქმეს. უბრალოდ, დაკავდნენ ყოველდღიური საქმიანობით და ცხოვრების მშვიდ რიტმზე გადავიდნენ.

მორიელი

ამ კვირაში ყოველივე დაფარული გაიხსნება. მორიელები მეტად მტკივნეულად აღიქვამენ წარუმარტებლობებს და მათზე კონცენტრირებამ შესაძლოა ისინი ნერვულ აშლილობამდე მიიყვანოს. მიუხედავად ამისა, ეს ძლიერი ნიშანია და ასე იოლად ვერ დაამარცხებენ. მორიელები დაიწყებენ ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ენერგოტონუსი და ინტუიცია გაუძლიერდებათ, ხოლო ემოციური გაღიზიანება მოეხსნებათ. ამ პერიოდში მორიელებს შეუძლიათ ჩაერთვნენ ახალ პროექტებში, რაღაც იდეების რეალიზებაში. შესაძლებლობები იქნება, თუმცა არა ისეთი, როგორიც მორიელებს სურთ. მათთვის უკეთესი პერიოდი მომდევნო კვირიდან დაიწყება. ამ კვირაში კი სჯობს შეჩერდნენ და შეისვენონ, ვინაიდან თავს მაინც იჩენს წარუმატებლობის ფაქტორი. რაც უფრო ნაკლებს ინერვიულებს მორიელი, მით იოლად გამოვა ამ მდგომარეობიდან და მით მეტ წარმატებას მიაღწევს ცხოვრებაში.

მშვილდოსანი

ამ კვირაში მშვილდოსნების ცხოვრებაში ბევრი რამ გაირკვევა. გამომდინარე აქედან, ზოგი კონფლიქტისთვის თავის არიდება შეუძლებელი იქნება. ზოგი მშვილდოსანი დაფარულ, უმეტესწილად არასასიამოვნო ინფორმაციას შეიტყობს. ეს შესაძლოა საქმიანი ან სასიყვარულო საიდუმლოებებიც იყოს. ამ თვალსაზრისით ეს კვირა მშვილდოსნებისთვის სახიფათოა და გამორიცხული არ არის კონფლიქტები. ასევე მაღალია სახლში ნივთების მტვრევისა თუ გაფუჭების ალბათობა. და მაინც, ეს კვირა მშვილდოსნებს საშუალებას აძლევს, კორექტივები შეიტანონ ადრე დაშვებულ შეცდომებში, გაიუმჯობესონ ურთიერთობები - მათ შორის, პარტნიორული. მაგრამ მშვილდოსნებმა არ უნდა გარისკონ. არ ღირს ახალი, მნიშვნელოვანი პროექტების წამოწყება. მით უმეტეს, რომ მათი ენერგოტონუსი კლებას იწყებს. ამიტომაც არ უნდა დაისახონ მაღალი მიზნები და არ უნდა იტვირთონ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ამან შესაძლებელია ახალი სირთულეები და პრობლემები შექმნას. ამიტომ მშვილდოსნები მხოლოდ იმით უნდა დაკავდნენ, რაც სიამოვნებას ანიჭებს. მნიშვნელოვანი ფაქტორი: არ გადაიტვირთონ და არ იჩქარონ.

თხის რქა

ამ კვირაში დახლართულმა ურთიერთობებმა, ტყულებმა და ინტრიგებმა თხის რქებს შესაძლოა ბევრი ძალა და დრო წაართვას. დამანგრეველი ენერგია შესაძლოა შეეხოს უახლოეს ნათესავებთან ურთიერთობებს. ამიტომ ამ ნიშნით დაბადებულები ამ პერიოდში თავს უხერხულად იგრძნობენ. მიუხედავად იმისა რომ მათი ენერგოტონუსი კი არ სუსტდება, პირიქით, იზრდება. თხის რქები ნელ-ნელა ჩაერთვებიან საინტერესო პროექტებში, შეძლებენ იდეების რეალიზებას – ამის შანსი მიეცემათ. მაგრამ, რამდენადაც შესაძლებელია წარმოიშვას ნეგატიური ტენდენციები, იმდენად უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე. შესაძლოა მოხდეს მოულოდნელი სასიამოვნო მოვლენებიც. ერთი სიტყვით, ეს ის პერიოდია, როცა ვითარება შესაძლებელია კარდინალურად შეიცვალოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მიმართულებით.

მერწყული 

მერწყულებს ვურჩევთ, დაისვენონ მეტი და მიხედონ ჯანმრთელობას. თუ სამოგზაუროდ წავლენ, უჯობთ არ ჩაატარონ კვებითი ექსპერიმენტები, რასაც კუჭ-ნაწალავის სისტემის პრობლემები შეიძლება მოჰყვეს. ნერვული სისტემა მერწყულებს შესუსტებული აქვთ და ამიტომ კარგი იქნება, თუ მეტს იძინებენ, რაღა თქმა უნდა, თუ ამის საშუალება ექნებათ. ეს პერიოდი მერწყულებისთვის არც კარგია და არც ცუდი. წარმატებების კუთხით ეს საშუალო პერიოდია. ამიტომ რაღაცის განხორციელებას მოახერხებენ, რაღაც ურთიერთობებს დაალაგებენ, მაგრამ სირთულეები მოიმატებს. მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები, პირველ რიგში, მოგზაურობისას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. აქ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ყოველდღიური ცხოვრებისა და საქმიანობის თვალსაზრისით კი, ეს პერიოდი არაფრით გამორჩეული არ იქნება სხვა პერიოდებისგან.

თევზები

თევზების გეგმები შესაძლოა მათმა რომანტიკულმა განწყობამ ჩაშალოს. ისინი იმდენად არიან მოქცეულები გრძნობების გავლენის ქვეშ, რომ შესაძლოა ვერც კი შენიშნონ ახლობლის ღალატი. ამ კვირაში თევზებს სიფრთხილე მართებთ, ვინაიდან არსებობს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები. განსაკუთრებული ყურადღება ნიშანმა უარყოფით ტენდენციებზე უნდა გაამახვილოს, როგორც ხელის შემშლელ ფაქტორზე. თუ თევზები რამენაირად მოახერხებენ უარყოფითის განეიტრალებას (პრინციპით „შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“), მაშინ ბიზნესისა თუ შემოქმედების თვალსაზრისით მათ დადებითი შანსები გაუჩნდებათ. მით უმეტეს, რომ იზრდება მათი ინტუიცია, რომელიც საინტერესო მინიშნებებს მისცემს თევზებს: როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ ვითარებაში, რათა მიაღწიონ წარმატებას. თევზების ენერგოტონუსი თანდათან მოიმატებს, გაიზრდება გამართლებების შანსი და ასევე აუცილებლად იქნება დადებითი შესაძლებლობები.
წყარო: worldnews.ge