გილოცავთ! 26 აგვისტოს მამა გაბრიელის დაბადების დღეა. შეგვეწიოს მისი ლოცვის მადლი სრულიად საქართველოს!

მართლმადიდებლური სარწმუნოების უძლეველო წინამძღოლო, უდიდესო მოძღვარო და ბერთა ბერო, ღვთის სიყვარულის ქადაგო და დემონთა შემმუსრველო, სნეულთა მკურნალო, დევნილთა და გაჭირვებულთა შემწეო, ქართველთა განმანათლებელო, წმიდაო ღირსო მამაო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.ამინ