როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა და საგრანტო პროექტი აწარმოე საქართველოში


     საცალო ვაჭრობისთვის ბიზნეს გეგმა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ყველა სხვა ბიზნესისათვის. მის დასაწერად უამრავი მიზეზი არსებობს, ერთ-ერთი მათგანი დაფინანსების მოპოვებაა. ბიზნეს გეგმა ასევე ხელს შეგიწყობთ კომერციული

საიჯარო მოლაპარაკებებისას, ან მოგცემთ მკაფიო ხედვას და დაგეხმარებათ სასურველი კურსის არჩევაში.

მაგრამ როგორ უნდა დავწეროთ ბიზნეს გეგმა? სანამ დაგროვილ ინფორმაციას შეაჯამებთ, მანამდე გარკვეული საბაზრო კვლევის ჩატარებაა საჭირო, თუ გსურთ რომ ბიზნეს გეგმა შეძლებისდაგვარად ზუსტი და ამავდროულად სასარგებლო იყოს.

ბიზნეს გეგმის შედგენა ერთი შეხედვით შეიძლება რთული ამოცანა იყოს, თუმცა, რეალურად ეს ასე არ არის. მხოლოდ გარკვეული ინფორმაციის ქონის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, საცალო ვაჭრობის საწარმოსთვის საჭირო ბიზნეს გეგმის ჩონჩხის შედგენა.

ამ შემთხვევაში რამოდენიმე კომპონენტია საჭირო საიმისოდ, თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ ის ინფორმაცია, რაც გჭირდებათ.

ბიზნეს რეზიუმე

თავდაპირველად საჭიროა იმის განხილვა, თუ რას წარმოადგენს თქვენი ბიზნესი.

მიუხედავად იმისა, რომ თავში უამრავი ბიზნეს იდეა გიტრიალებთ, რეალურად მათი გამოხატვა იმაზე მეტად რთულია, ვიდრე გგონიათ.

განიხილეთ თუ რის გაკეთებას აპირებთ. სცადეთ სამი-ოთხი ხაზით შეაჯამოთ თქვენი ბიზნესი. ეს მოკლე მიმოხილვა უნდა მოიცავდეს ბიზნესის ძირითად საკითხებს, პირველ რიგში ვინ ხართ და რას ყიდით.

ეს ასევე საჭიროა იმისათვის, რომ შეადაროთ თქვენი სავარაუდო გაყიდვების ოდენობა სხვების გაყიდვებს.

ღირებული შეთავაზება

თქვენ უკვე იცით რას წარმოადგენს თქვენი ბიზნესი, მაგრამ თუ აინტერესებს ეს ვინმეს? ახლა საჭიროა გაიგოთ, თუ რატომ უნდა იყიდონ თქვენგან საქონელი თუ მომსახურება.

ბიზნეს გეგმის შემდეგი მნიშვნელოვანი ნაწილია ღირებული შეთავაზების მიწოდება, რომელიც საშუალებას იძლევა მთელმა მსოფლიომ გაიგოს თქვენი ბიზნესის შესახებ.

რას ყიდით და თქვენს მიერ შეთავაზებული პროდუქტი ან მომსახურება რითი დაეხმარება მომხმარებელს?

მიზნობრივი მომხმარებელი

ბიზნეს რეზიუმე და ღირებული შეთავაზება მიზნობრივი მომხმარებლის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას მოიცავს, შესაბამისად მნიშვნელოვანია ჩაუღრმავდეთ და გაიგოთ თუ ვინ იყიდის თქვენს შეთავაზებას.

ვინ არის თქვენი იდეალური მომხმარებელი? რამდენია მათი რაოდენობა? მაქსიმალურად ეცადეთ, მიზნობრივი ბაზრისთვის რაც შეიძლება მეტი მყიდველი მიიზიდოთ.

გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები: ასაკი, სქესი, შემოსავლის დონე და ადგილმდებარეობა, მაგრამ ასევე უნდა ფლობდეთ ინფორმაციას მათი ჩვევების შესახებ, იმ სხვა პროდუქტების შესახებ, რომლებსაც ისინი მოიხმარენ.

მიზნობრივი მომხმარებლებიდან გამოკითხეთ რამოდენიმე ადამიანი, რათა უფრო მეტად მიხვდეთ მათ სურვილებსა და საჭიროებებს. ეს დაგეხმარებათ ღრმად ჩასწვდეთ პოტენციური მომხმარებლის ბუნებას.

მიზნობრივი ბაზრის შესახებ ცოდნა დაგეხმარებათ ბრენდინგში, მარკეტინგში, შეფასებისა და ფაქტობრივად, ერთგვარ გზამკვლევად მოგევლინებათ ახალი პროდუქტის გამოსაშვებად და კომპანიის მიმართულების ასარჩევად.

ფინანსური პროგნოზი

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში შესაძლოა სიამოვნებას საერთოდ არ გგვრიდეთ, საჭირო ფაქტორია კომპანიის ფინანსური მომავლის სურათის შექმნა.

ფინანსური პროგნოზები უნდა შეიცავდეს ხარჯებს (როგორც წინასწარ განსაზღვრულს, ასევე მიმდინარეს) და მოსალოდნელ ფინანსებს. ასევე სავარაუდო ვადები, რომლის პერიოდშიც მოსალოდნელია კომპანიის მოგების ზრდა.

მნიშვნელოვანია რომ თქვენი ფინანსური პროგნოზი გარკვეულ საფუძველს ემყარებოდეს.

ხარჯები

მიუხედავად იმისა, რომ საქმიანობის პერიოდში ხარჯების ოდენობა შესაძლოა შეიცვალოს, კომპანიის ფინანსური მომავლის განხილვა უნდა დაიწყოთ მოსალოდნელი ხარჯებით.

პროდუქტის ფაქტობრივი ხარჯი უნდა მოიცავდეს ფიზიკურ ხარჯს, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია ის დრო, რაც მასზე დახარჯეთ, დიზაინი და პროდუქტის შექმნა.

ბრენდინგი შეიძლება მოიცავდეს ბრენდის შეფუთვას, ლოგოს და პროდუქტის შინაარსს და ა.შ

ვებგვერდის შექმნა და ჰოსტინგი – ვებ–გვერდის შექმნა შეგიძლიათ Shopify–ის მეშვეობით, ან საამისოდ ვინმეს დაქირავება.

პროდუქტის შეფუთვა – მაღაზიის შემთხვევაში საჭიროა პროდუქტის სათანადოდ შეფუთვა.

მარკეტინგი – ხარჯების ოდენობა დამოკიდებულია მიზნობრივ მომხმარებელზე.

სხვადასხვა მიზნობრივი მომხმარებელი იყენებს სხვადასხვა პლატფორმას, შესაბამისად დაგჭირდებათ როგორც ტრადიციული (სისტემატიზირებულ რეკლამები, ბეჭდვითი მასალა), ასევე ციფრული მარკეტინგული ხარჯების გათვალისწინება (Google AdWords, სოციალური მედია).

გაყიდვების პუნქტის სისტემის შექმნა დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ გაყიდვების წარმოებას მაღაზიაში, ბაზარში, ბაზრობებსა ან ფესტივალებზე აპირებთ.

საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფა და პროფესიული მხარდაჭერა – საგადასახადო დრო შესაძლოა მკაცრად განსაზღვრული იყოს, განსაკუთრებით კი მეწარმეებისთვის.

ეს ყველაფერი ბევრად რთულდება მაშინ, როდესაც ბიზნესის ხარჯები გაწერილი არ გაქვთ. თქვენი გადასაწყვეტია, გნებავთ თავად იზრუნეთ საბუღალტრო აღრიცხვაზე, გნებავთ საამისოდ დაიქირავეთ ის, ვინც მსგავს მომსახურებას გაგიწევთ.

თანამშრომლები კიდევ ერთი ხარჯია, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იყენებთ საქმიანობის გარეთ არსებულ შესაძლებლობებს.

მაგრამ მცირე ონლაინ გაყიდვებისასაც კი, შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებითი დახმარება მაშინ, როცა პროდუქტს რეალურ ბაზარზე გაიტანთ.


რა არის ბიზნეს გეგმა? 

ბიზნეს გეგმა არის ანგარიში კომპანიის პროდუქციის ან მომსახურების თაობაზე და მასში წარმოდგენილია როგორც ამჟამინდელი, ასევე მომდევნო ხუთი წლის პროგნოზი. მასში არის განხილული პოტენციური ბაზრები და კლიენტები, მარკეტინგის სტრატეგია,  SWOT ანალიზი, ადამიანური რესურსები, მოთხოვნები ინფრასტრუქტურის, მანქანა დანადგარებისა და ინვენტარის მიმართ, გეგმა საშუალებას იძლევა წინასწარ მოხდეს საინვესტიციო თანხების კალკულაცია. დოკუმენტი ასევე მოიცავს ფინანსურ მხარეს, თუ რამდენად მომგებიანი ესა თუ ის პროექტი. გეგმაში ითვლება მომგებიანობის, ლიკვიდურობის და ეფექტურეობის კოეფიციენტები და დგება საპროგნოზო ფინანსური უწყისები.

იხილეთ ბიზნეს გეგმის 6 ნიმუში.

ბიზნეს გეგმა გეხმარებათ გაიგოთ უფრო მეტი  იმის შესახებ, თუ რა საშუალებები და შესაძლებლობები გექნებათ იმ კონკრეტულ ინდუსტრიაში, სადაც აპირებთ პოზიციონირებას, რაც ბიზნესის წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია AGIC გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას ბიზნეს გეგმის მომზადების პროცესში. ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან შექმნათ ბიზნეს გეგმა სხვადასხვა პროექტებისა და მიზნებისთვის:

 

ბიზნეს გეგმის მომზადების სერვისზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე.


როგორ მოვამზადოთ ბიზნეს გეგმა? 

ბიზნეს გეგმის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია:

      • მოკლე მიმოხილვა
      • ბიზნესის აღწერა
      • ბაზრის ანალიზი
      • პროდუქცია და მომსახურება
      • ორგანიზაციული სტრუქტურა
      • მარკეტინგი და რეალიზაცია
      • საინვესტიციო გეგმა
      • ფინანსური გეგმა 5 წელზე
      • დანართები


რატომ არის საჭირო ბაზრის კვლევა

ბაზრის კვლევა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბაზარზე შესვლის ან რაიმე ახალი პროდუქტის დამატების გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ბაზრის კვლევის შედეგად, კომპანია იღებს ინფორმაციას ამა თუ იმ დარგის პოტენციური შესაძლებლობების შესახებ.
ბაზრის კვლევისა და ანალიზის სერვისი მოიცავს ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებისა და სტატისტიკური მონაცემების მიმოხილვას. თუ როგორ და რა მიმართულებით ვითარდება ბაზარი, სასიცოცხლო ციკლის რა ეტაპზეა ამჟამად. სერვისი უზრუნველყოფს ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილების მიღებას: თუ როგორი პოტენციალი აქვს სამომავლოდ, რა რისკები და შესაძლებლოები შეიძლება რომ გამოჩნდეს. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს უზრუნველყოფენ ისეთი მონაცემების მიმოხილვა, როგორებიც არის: წარმოება წლებისა და რეგიონების მიხედვით, საშუალო რეალიზაცია, ფასი, დასაქმებულთა რაოდენობა, ექსპორტ-იმპორტის მონაცემები ღირებულებისა და რაოდენობის მიხედვით და ა.შ

 

რატომ უნდა აირჩიოთ AGIC 

AGIC ბაზრებისა და ნიშების საფუძვლიანი ანალიზის საშუალებით ეხმარება კლიენტებს შეაფასონ თავიანთი ბიზნეს შესაძლებლობები. იქნება ეს სექტორის შესახებ დეტალური ინფორმაციის გარკვევა, ტენდენციებისა და ზრდის შესაძლებლობების ანალიზი, თუ კონკურენციის, ფასებისა და მიწოდების ჯაჭვის შესწავლა. კვლევის შედეგად გათვლილი იქნება პროექტის როგორც ფინანსური პროგნოზები, ასევე ხარისხობრივი ასპექტები, რაც მოიცავს SWOT ანალიზის ჩატარებას, კონკურენტებისა და ბაზრის ანალიზს.
AGIC წარადგენს მოპოვებულ ცოდნას ბაზრის სხვადასხვა ასპექტების შესახებ, რაც საშუალებას აძლევს კლიენტებს იყვნენ მეტად ინფორმირებულნი და მიიღონ ნაკლებად რისკიანი გადაწყვეტილებები.

ბაზარზე მუდმივად ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომელთა იდენტიფიცირება და შემდგომ გამოყენებაც უკიდურესად მნიშნველოვანია ნებისმიერი კომპანიისთვის. ამგვარი შესაძლებლობების უმეტესობა არ არის მარტივად შესამჩნევი შეუიარაღებელი თვალით, სწორედ ამიტომ საჭიროა საფუძვლიანი ბაზრის კვლევა და ანალიზი.
ჩვენი გუნდი იყენებს კვლევის საუკეთესო მეთოდოლოგიებს, რაშიც იგულისხმება როგორც თვისობრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევა. საბოლოო ჯამში კი დამკვეთი იღებს ბაზრის შესაძლებლობების შეფასებას.
აღსანიშნავია, რომ თითოეული კვლევა ინდივიდუალურად იგეგმება, კლიენტის საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე. თუმცა აქვე გთავაზობთ კვლევის რამოდენიმე სტანდარტულ მიზანს: ინდუსტრიის განვითარების პროგნოზი მომდევნო 3-5 წლის განმავლბაში, ინფორმაცია კონკურენტებისა და მიზნობრივი სეგმენტის შესახებ, ფინანსურ პროგნოზი და მიწანშეწონილობის კვლევას, SWOT ანალიზი, ინფორმაცია ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა და შესაძლებლობებზე და სხვა.

ჩვენი ცოდნა და გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ სხვადასხვა სექტორის, ბაზრისა და ბაზრის მოთამაშეთა ანალიზი. ამავდროულად, მსოფლიო მასშტაბით ჩვენი პარტნიორი ოფისების ფართო ქსელის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია ინფორმაციის მოწოდება ჩვენი ქართველი კლიენტებისთვის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, აზიისა და აფრიკის ბაზრების შესახებ.

ჩვენ აღნიშნულ სერვისს ვთავაზობთ როგორც ახალ, ასევე გამოცდილ კომპანიებს, რომლებიც ბიზნესის კონკრეტული მიმართულების გაფართოებას განიხილავენ. სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, გადადით ბმულზე.


ბიზნეს სამყარო სავსეა ამბიციური კომპანიებით, რომლებიც საწარმოო ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკავებას ცდილობენ. როგორ უნდა შეინარჩუნოთ თქვენი ბიზნესის ეფექტურობა? დაწერეთ ეფექტური ბიზნეს გეგმა და ეტაპობრივად

მიჰყევით მას, ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯების სწორად გადადგმაა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გეგმა საკმარისად მყარი და დამაჯერებელია, ის აუცილებლად დაგეხმარებათ დაფინანსების მოპოვებაში.

AGIC გთავაზობთ ბიზნეს გეგმის მომზადების სერვისს. ჩვენი გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ შექმნათ ბიზნეს გეგმა სხვადასხვა საგრანტო პროექტებისათვის. დამატებით ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით.

თუ თავად გეგმავთ ბიზნეს გეგმის შემუშავებას, სტატიაში შეგიძლიათ ნახოთ 6 ნიმუში, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში.

Panda Doc’s-ის უფასო ბიზნეს გეგმის ნიმუში

Panda Doc-ის ნიმუში არის ერთ-ერთი ყველაზე დეტალური და გამორჩეული სხვა ნიმუშებისგან.

იგი დეტალურად აღწერს თუ რას უნდა მოიცავდეს გეგმის შინაარსი.

მას შემდეგ, რაც შეავსებთ Panda Doc-ის შაბლონს, თქვენ უკვე გეცოდინებათ თქვენი ბიზნესის დეტალები, რაც საბოლოო ჯამში დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის წარმატებაში.

HubSpot-ის ერთგვერდიანი ბიზნეს გეგმა

HubSpot საუკეთესო საშუალებაა ნებისმიერი ზომის კომპანიისთვის, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი სტრატეგიის განხორციელება სურს მას.

იგი მოიცავს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა კომპანიის აღწერა, საჭირო დაფინანსება, განხორციელების ვადები და ზოგადი ინფორმაცია თუ როგორ უნდა შექმნათ ბრენდი და შეუწყო ხელი მის განვითარებას.

პლატფორმა თავდაპირველი ბიზნეს გეგმის დახვეწაში გეხმარებათ.

BPlan-ის უფასო ბიზნეს გეგმის ნიმუში

ამ სიაში ფინანსურ საკითხებზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად ორიენტირებული არის BPlan.

მას შემდეგ, რაც შეავსებთ Bplan-ის ფინანსურ გეგმას, დარწმუნდით თქვენი კომპანიის მიერ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც შედეგად მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

Harvard Business Review-ს „როგორ დავწეროთ მომგებიანი ბიზნეს გეგმა“

ბიზნეს გეგმის ნიმუშთა უმეტესობა გასწავლით, თუ როგორ უნდა დაწეროთ ბიზნეს გეგმა, მაგრამ ეს სტატია გიყვებათ იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეთ გეგმის შედგენის შემდგომ.

აქ ასევე ისწავლით, თუ როგორ უნდა დაწეროთ დამაჯერებელი გეგმა, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენი პროდუქტისა და მომსახურების სარგებელს, ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობას და სხვა.

HubSpot-ის სრული გზამკვლევი ბიზნესის დასაწყებად

თუ თქვენ მეწარმე ხართ, მაშინ გეცოდინებათ, რომ პირველ ეტაპზე ბიზნეს გეგმის დაწერა ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა.

საბედნიეროდ არსებობს HubSpot- ის გზამკვლევი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის შესახებ ყოველი დეტალის გამოვლენაში და მათი მნიშვნელოვნების დადგენაში.

პლატფორმას ასევე შეუძლია თქვენთვის გეგმის ნიმუშის შექმნა.

ასევე შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ უნდა დაარეგისტრიროთ ბიზნესი, რა გადასახადები შეიძლება დაეკისროს მცირე ბიზნესს, როგორ უნდა მართოთ მარკეტინგი, გაყიდვები და ზოგადად მომსახურების სფერო.

HubSpot- ის და გენერალური ასამბლეის ბიზნეს გეგმის ნიმუში

2017 წელს HubSpot გენერალური ასამბლეის წევრი გახდა.

ესაა საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც ცალკეულ პიროვნებებს და კომპანიებს ასწავლის ტექნიკურ უნარებს, თუ როგორ უნდა შექმნან გეგმა მეწარმეებისთვის.

პლატფორმა არა მხოლოდ გაგიწევთ რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა დაწეროთ გეგმა, არამედ შეგიმოწმებთ კიდეც.

თუ თქვენ დროსა და ძალისხმევას დაუთმობთ საჭირო, ეფექტური და დამაჯერებელი გეგმის დაწერას, თქვენი წარმატების შანსები აუცილებლად გაიზრდება.








წყარო: https://agic.ge/rogor-davtseroth-biznes-ge/

წყარო: https://www.facebook.com/groups/1362597427570331/posts/1808652652964804/

Comments