"მიჩივლეს, ვერ ვუშვებ ჩემი საკუთრებიდან, რა გავაკეთო?" - თუ ბინას აქირავებთ ეს 3 წესი აუცილებლად უნდა იცოდეთ!




პრობლემა, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია. სოციალურ ქსელში ხშირად წერენ იმაზე, რომ ბინის ქირაობისას ხან მეპატრონეს, ზოგჯერ კი მოქირავნეს, სხვადასხვა სახის დისკომფორტი ექმნება.

როგორც ადვოკატი აკაკი ჩარგეიშვილი ამბობს, საქართველოს კონსტიტუციაში ბევრი საინტერესო ჩანაწერია იმაზე, როგორი უნდა იყოს კერძო ურთიერთობები და როგორ უნდა დაიცვას კონსტიტუციამ მესაკუთრის უფლებები. როგორც აღმოჩნდა, რეგულირება ახლა ბევრად შესუსტებულია, ვინაიდან კანონი ამ კუთხით ჩასწორდა, ყველაფერი კი იქამდე მივიდა, რომ გართულდა სამოქალაქო ურთერთობები მესაკუთრის გადმოსახედიდან, რომელიც ერთი მეორესთან შეუსაბამობაშია. მიზეზი კი შემდეგია.

ეს ნიშნავს იმას, რომ ცვლილების შემდეგ კანონი არაკეთილსინდისიერ მოქალაქეებს უფრო მეტ უფლებას სთავაზობს, ვიდრე მეპატრონეს. გავრცელებული პრაქტიკის თანახმად კი, ისინი სასამართლოს ძალით ცდილობენ მდგომარეობის გამოსწორებას, რომელიც უპირობო შედეგს არ სთავაზობს.

როგორც ადვოტაკი ამბობს, ამ სიტუაციაში დისკომფორტის თავიდან არიდების საუკეთესო მეთოდი ისევ მეპატრონის ხარჯზეა. მან უნდა მიიღოს შემზღუდავი ზომები.

მაგრამ არსებობს ბევრად ეფექტური მეთოდებიც. პირველი, აუცილებლად გააფორმეთ წერილობითი ხელშეკრულება; მეორე - თანხის გადახდა უნდა მოხდეს ლეგალური გზებით და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი, საცხოვრებელი ადგილის შეცლიდან 3 თვეში მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია ახალ მისამართზე,

აკაკი ჩარგეიშვილის რეკომენდაციით, გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლების აღმოფხვრა მხოლოდ ხალხს შეუძლია. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ პოლიციას, რათა გადაიხედოს კანონი.
 წყარო: (palitravideo.ge)

Comments