საჩუქრები და ფასდაკლებები Mycoins ზე





შპს "ნიუ დიჯითალ თექნოლოჯიზ" (ს/კ 405225439) მოქმედი ბრენდით „MyCoins“ წარმოადგენს სს „იმანი ჯორჯია“ (ს/კ 202376026) -ს მოქმედი ბრენდით „eMoney“-ს შვილობილ კომპანიას, რომლის მფლობელობაში არსებულ დომეინზე MyCoins შეიქმნა ვებგვერდი სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის.


eMoney დაარსდა 2007 წელს ნუგზარ ნებიერიძის და გიორგი ალხაზიშვილის მიერ, რომლებმაც საქართველოში პირველებმა გააცნობიერეს მარტივი, სწრაფი, იაფი და საერთაშორისო სტანდარტებით დაცული საგადასახადო სისტემის შექმნის საჭიროება.

სააქციო საზოგადოება „იმანი ჯორჯია”-ს მთავარი მეწილეა შპს „იმანი”, რომლის აქციონერები არიან ერლანდა ნებიერიძე, შპს „სმარტექსი“ და გიორგი ალხაზიშვილი.

2011 – 2012 წლებში კომპანია Smartex-მა, რომლის მთავარი აქციონერია ვლადიმერ გურგენიძე, შეიძინა eMoney ჯგუფის წილი - 74.9%. Smartex და მისი აქციონერები აქტიურად არიან ჩართულები eMoney-ს სწრაფ ზრდასა და განვითარებაში.

2012 წლის თებერვალში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაარეგისტრირა eMoney, როგორც "საგადახდო მომსახურების პროვაიდერი“ .

2018 წელს კი სს“იმანი ჯორჯია“-მ დაარსა შვილობილი კომპანია შპს "ნიუ დიჯითალ თექნოლოჯიზ", და მის მფლობელობაში არსებულ დომეინზე MyCoins შეიქმნა ვებგვერდი სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის.

2018 წლის ივნისის მდგომარეობით eMoney-ს ჰყავს ორ მილიონზე მეტი რეგულარული მომხმარებელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც იყენებს eMoney-ს სერვისებს. მათი ტრანზაქციების ჯამური რაოდენობა აღემატება 8 მილიონს, ხოლო მათი მოცულობა არის 497 მილიონი ლარი


MyCoins არის თქვენი ახალი #კრიპტოსივრცე, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას გაძლევთ მართოთ კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდოთ, გაყიდოთ, მიიღოთ ან გააგზავნოთ თქვენთვის სასურველი კრიპტოვალუტა.

MyCoins სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას გაძლევთ უფრო მარტივად აკონტროლოთ თქვენი ტრანზაქციები. MyCoins სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად გთავაზობთ შეჩერების დავალების დარეგისტრირების შესაძლებლობას, რაც დაგეხმარებათ დააზღვიოთ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგოთ დრო (რომელსაც საბაზრო კურსის მუდმივად შემოწმებით კარგავდით) სასურველი ყიდვა/გაყიდვის კურსის დაფიქსირებით, რომელზეც #თქვენიკრიპტოსივრცე ავტომატურად გიყიდით ან გაგიყიდით მითითებულ კრიპტოვალუტას.

MyCoins-ს გამოყენება შესაძლებელია როგორც ახალი, ასევე eMoney.ge-ზე უკვე დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის არსებული იუზერის და პაროლის გამოყენებით, საიდანაც უცვლელად გადმოვა ყველა კრიპტოვალუტის მისამართი, ყოველგვარი დამატებითი ხარჯებისა და პირობების ცვილებების გარეშე.

MyCoins ახალი, გამარტივებული ვებგვერდია თქვენს ინტერესებზე მორგებული ფუნქციონალებით და მოსახერხებელი ნავიგაციით. შეიძინეთ, გაყიდეთ, მიიღეთ ან გააგზავნეთ ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), დეში (DASH), რიპლი (XRP), ეოსი (EOS), ლაითკოინი (LTC), ბიტკოინ ქეში (BCH) და სტელარი (XLM) MyCoins-ს საშუალებით.




Comments