დედამიწის ყველაზე ექსტრემალური მაჩვენებლები, გამოხატული ციფრებითა და ფაქტებით The most extreme indicators of the Earth, expressed by numbers and facts


მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მშობლიური პლანეტა - დედამიწა კლიმატისა და გეოგრაფიული მონაცემების მიხედვით ზომიერ ადგილს წარმოადგენს ( მზის სისტემის სხვ პლანეტებთან შედარებით), აქ მაინც გვხვდება ადგილები, რომლებიც გვაოცებს ექსტრიმის მაღალი დონით, - იქნება ეს დედამიწის ყველაზე ცივი ადგილი თუ ყველაზე ღრმა ღრმული ოკეანეში.
მაშ ასე, მოემზადეთ იმისათვის, რომ იმ ოცდახუთმა ადგილმა, რომლებზეც წინამდებარე პოსტში გვექნება საუბარი, გაგაოცონ თავიანთი ფანტასტიკური მონაცემებით.

1. ყველაზე დაბალი წერტილი - ჩელინჯერის უფსკრული
ჩელინჯერის უფსკრული მდებარეობს მარიანის ღრმულის ქვედა ნაწილში 10911 მეტრ სიღრმეზე ზღვის დონიდან.


2. ყველაზე მოკლე მდინარე - როუ, მონტანა
ამ მდინარის სიგრძე სულ რაღაც 61 მეტრის ტოლია.


3. ყველაზე დიდი მყინვარი - ლამბერტ-ფიშერი, ანტარქტიდა
მყინვარი თითქმის 100 მილზეა გადაჭიმული.


4. ყველაზე გრძელი ხეობა - დიდი კანიონი, აშშ
ამ ხეობის სიგრძე 220 მილს უდრის, ხოლო სიმაღლე ერთი მილის ტოლია.


5. ქვეყანა ყველაზე გრძელი სანაპირო ხაზით - კანადა
კანადის სანაპირო ხაზი 151 019 მილზეა გადაჭიმული.


6. ყველაზე დიდი მტკნარი წყლის ტბა - ზემო ტბა, კანადა
ამ ტბის ფართობი 31 320 მილის ტოლია.


7. ყველაზე მაღალი უღელტეხილი მთაში - მარსიმიკ-ლა, ინდოეთი
ეს უღელტეხილი 5582 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.


8. ყველზე მაღალი ჩანჩქერი - ანხელი, ვენესუელა
ჩანჩქერის სიმაღლე 1054 მეტრია და სანამ წყალი მიწას მიაღწევს, მისი უდიდესი ნაწილი აორთქლებას ასწრებს.


9. ყველაზე ქარიანი ადგილი დედამიწაზე - თანამეგობრობის ყურე, ანტარქტიდა
აქ გამუდმებით ქრიან ქარები, რომელთა საშუალო სიჩქარე 240 კმ/სთ-ია.


10. ყველაზე ცივი დასახლებული პუნქტი - ოიმიაკონი, რუსეთი
აქ წელიწადის შვიდი თვის განმავლობაში ტემპერატურა ნულს ქვევითაა.


11. ყველაზე მკვეთრად დაქანებული მთა დედამიწაზე - თორის მთა, კანადა
მთის სიმაღლე 1250 მეტრია და ის 105 გრადუსითაა დახრილი.


12. ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არა აქვს - ეთიოპია
ამ ქვეყანაში დაახლოებით 70 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.


13. ყველაზე მშრალი ადგილი დედამიწაზე - ატაკამას უდაბნო, ჩილე
უძველესი ქალაქის არიკას ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად დაუსახლებელია, 1903-1918 წლებში არცერთი წვეთი წვიმა არ ჩამოვარდნილა.


14. ყველაზე წვიმიანი ადგილი დედამიწაზე - ჩოკო, კოლუმბია
აქ წლის განმავლობაში 11 770 მილიმეტრი ნალექი მოდის.


15. ყველაზე ღრმა ხელოვნური ღრმული - კოლის ზეღრმა ქვაბული
მისი სიღრმე 12 262 მეტრს შეადგენს.


16. ყველაზე გრძელი მთაგრეხილი - ანდები, სამხრეთ ამერიკა
5000 მილი სიგრძის ეს მთაგრეხილი სამხრეთ ამერიკის შვიდი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის.


17. ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა მდებარე წერტილი ხმელეთზე - მკვდარი ზღვის სანაპირო
ეს წერტილი მდებარეობს იორდანიის და ისრაელის საზღვარზე და ის ზღვის დონიდან 418 მეტრით დაბლაა.


18. ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე სანაოსნო ტბა - ტიტიკაკა
პერუსა და ბოლივიის საზღვარზე მდებარე ტიტიკაკას ტბა ზღვის დონიდან 3812 მეტრზე მდებარეობს.


19. ყველაზე ბრტყელი ადგილი დედამიწაზე - უიუინის მარილის საბადოები, ბოლივია
ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მარილის საბადო, რომლის ფართობი 4086 კვადრატული მილია.


20. ყველაზე განმარტოებული წერტილი კონტინენტზე-ანტარქტიკული მოუღწევლობის პოლუსი
ეს არის კონტინენტზე მდებარე ადგილი, რომელიც ყველაზე დიდი მანძილითაა დაშორებული ოთხივე ოკეანიდან.


21.ყველაზე განმარტოებული კუნძული- კუნძული ბუვე
ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძული, რომელიც ნორვეგიას ეკუთვნის, თითქმის 1000 მილითაა დაშორებული ანტარქტიდიდან და 1500 მილით სამხრეთ აფრიკიდან.



22. დედამიწის ცენტრიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებული ადგილი-ჩიმბორასო, ეკვადორი


23. დედამიწის უმაღლესი წერტილი - ევერესტის მთა
ევერესტის სიმაღლე ზღვის დონიდან 8848 მეტრია.


24. ყველაზე ღრმა გამოქვაბული -კრუბერ-ვორონის გამოქვაბული, აფხაზეთი, საქართველო
აფხაზეთში მდებარე კრუბერ-ვორონის გამოქვაბული ყველაზე ღრმად ითვლება მსოფლიოში. მისი სიღრმე 2000 მეტრს შეადგენს, თუმცა შესაძლებელია, ეს ციფრი კიდევ უფრო დიდი იყოს, რადგან გამოქვაბული ბოლომდე გამოკვლეული არაა.


25. ყველაზე ცხელი დასახლებული ადგილი დედამიწაზე - დალოლი, ეთიოპია
აქ საშუალო დღიური ტემპერატურა 34, 5 გრადუსია ცელსიუსით.


p.s. საინტერესო ფაქტებია, არა? - მართლაც რომ გასაოცარია ჩვენი მშობლიური პლანეტა. მშვენიერია მისი მთები და ზღვები, ოკეანეები და ტყეები, თვალწარმტაცი მინდვრები და გაუვალი ჯუნგლებიც კი. მაშ, გავუფრთხილდეთ მის ბუნებას, დავიცვათ და მოვუაროთ მას, რათა ჩვენი უგუნური საქციელი უკან ბუმერანგივით არ დაგვიბრუნდეს სტიქიური უბედურობებისა და ბუნების სხვა ანომალიების სახით. ბუნება ხომ მბრძანებელია...
წყარო: intermedia.ge