ბიძინა ივანიშვილი - ეს არის ყველაზე დიდი ბრალდება




ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის ეთერში მის მიერ ხეების გადატანის შესახებაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ რასაც იგი აკეთებს დადებითის გარდა არაფერი ახლავს - „ერთადერთი მინუსი ისაა, რომ ხეების გადატანა ძალიან ძვირია და შეიძლება ზოგმა „ახირებად“ აღიქვას. ამაში ბევრი პირადი ფული იხარჯება. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ყველაფერი საზოგადოებას რჩება“, აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, „ის ხალხი, რომელიც ეკოლოგიის შესახებ მსაყვედურობს და თვითონ ერთი ხეც არ დაუდგამთ, მარტო ჭოროხზე გავიდნენ და ნახონ ყველაზე საინტერესო პარკი, რომელიც ევკალიპტებითაა სავსე და რომელიც ადრე ჭაობებითა და კანალიზაციის მილებით იყო სავსე“.

ივანიშვილი ამბობს, რომ ხეების გადარგვის პროცესში, 5 მილიონი გზების მშენებლობაში დახარჯა, რომლებიც სოფლის მოსახლეობას დარჩა და ისინი იყენებენ. „სახელმწიფო ბიუჯეტის დახარჯვას როგორ ვიკადრებდი?! მე საკუთარი, პირადი ფულით გავაკეთე ყველაფერი“.

„ეს არის ყველაზე დიდი ბრალდება და საზოგადოებას ეს ბრალდება ლეგიტიმურადაც შეიძლება მოეჩვენოს, როგორც აფორმებს ამას „რუსთავი 2“ და ოპოზიცია, მე გადავთხარე მთელი აჭარა და სამეგრელო. სულ 120 ხეზეა საუბარი და რაც დამრჩა შემოსატანი, 140 ხემდე შეიძლება ავიდეს. კარგად რომ გავარჩიოთ ეს პროცესი, რომელიც ყველაზე ხმაურიანი და დიდხნიანი იყო, ოპოზიციის მრავალი ბრალდება იყო იმის შესახებ, რომ რკინიგზა გადავკეტეთ, ელექტროენერგია გამოვრთეთ, საცობები შევქმენით, დაითხარა და აღარ აღდგება ეკოლოგია და ვითომ გავანადგურე ბუნება და ეკოლოგია. რეალურად, მე ამაზე ერთი გადაცემა შემიძლია გავაკეთო და ოპოზიციასაც შემიძლია შევხვდე საჯაროდ. რასაც მე ვაკეთებ, პლუსის მეტი არაფერია. ერთადერთი მინუსი ისაა, რომ ხეების გადატანა ძალიან ძვირია და შეიძლება ზოგმა „ახირებად“ აღიქვას. ამაში ბევრი პირადი ფული იხარჯება. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ყველაფერი საზოგადოებას რჩება. მაგალითად, საზოგადოებამ 12 მილიონი მიიღო კონპენსაციად იმისთვის, რომ გზებზე გავეტარებინე. ნაკვეთზე, რომლის ყიდვისთვის ერთ კვადრატულ მეტრში 10 დოლარი უნდა გადაიხადო, მე ამ ათ დოლარს ხის გატარებაში ვიხდი. ამ ტერიტორიაზე ერთი საათის მანძილზე გადასაადგილებლად იგივე ფასს, ზოგჯერ მეტსაც, ვიხდი. ეს ფული მთლიანად მოსახლეობას რჩება. რკინიგზაც ბევრ ფულ იღებს იმაში, რომ გადაატაროს ეს მანქანა. მაგრამ, არასდროს არ ყოფილა მატარებლის გაჩერების შემთხვევა. ამის შესახებ ძალიან ხშირად ცრუობს „რუსთავი 2“. გარდა ამისა, საქართველოში სამი ბორანი შემოვიდა, რომელიც აქ დარჩება და ეკონომიკაში შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს. სპეციალური მანქანა, რომელიც 1 200 000 ღირს, დარჩება საქართველოში. ამ პროცესიდან ბიუჯეტში 14 მილიონი ლარი შევიდა. ვერ დამისახელებთ მინუსს. ერთადერთი, რაც შეიძლება მინუსად ჩავთვალოთ, მაქსიმუმ 15-წუთიანი საცობების წარმოქმნაა. მინდა მძღოლებს ბოდიში მოვუხადო ამ უხერხულობისთვის. ამის მეტი არაფერი გაფუჭებულა, არაფერი გადაშენებულა და ეკონომიკას საერთოდ არ შეხებია. ის ხალხი, რომელიც ეკოლოგიის შესახებ მსაყვედურობს და თვითონ ერთი ხეც არ დაუდგამთ, მარტო ჭოროხზე გავიდნენ და ნახონ ყველაზე საინტერესო პარკი, რომელიც ევკალიპტებითაა სავსე და რომელიც ადრე ჭაობებითა და კანალიზაციის მილებით იყო სავსე. ხეების გადარგვის პროცესს პოზიტივის მეტი არაფერი ახლდა და პარკიც ძალიან საინტერესო გამოვა. ეს პარკი საზოგადოებრივი იქნება და ოპოზიცია ამაზე მინიშნებას საერთოდ არ აკეთებს. „საკუთარ ეზოში და საკუთარ სახლში მიაქვსო“, საკუთარი იყო „ციცინათელაც“. მე ის ტერიტორიები შევისყიდე. ზოგი მოსახლეობისგან, ზოგი - სახელმწიფოსგან. შევისყიდე, ავაშენე „ციცინათელა“ და სახელმწიფოს მიწებიანად ვაჩუქე. მსგავსი რამ მოხდა „დიდველზეც“, როდესაც მე შევისყიდე ის მიწები და შემდეგ საბაგიროებიანად სახელმწიფოს გადავეცი. კიდევ იყო შემთხვევები, როდესაც ტერიტორია შევისყიდე, გავაკეთე და სახელმწიფოს ვაჩუქე. ხეების გადარგვის პროცესში, 5 მილიონი გზების მშენებლობაში დავხარჯე, რომლებიც სოფლის მოსახლეობას დარჩა და ისინი იყენებენ. სახელმწიფო ბიუჯეტის დახარჯვას როგორ ვიკადრებდი?! მე საკუთარი, პირადი ფულით გავაკეთე ყველაფერი“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
წყარო: guardian.ge