,,4 წლის ბავშვი კრუნჩხვებში ჩავარდა" - ურეკში არაბმა ქალმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი სცემა



„მართლა გაოგნებული ვარ ხალხო… ვერ გამირკვევია რა გვჭირს ამისთანა?! როდესაც მე ვისმენდი უცხოელების ძალადობის შესახებ საქართველოში, ეს გაზვიადებული მეგონა და ქართული მარშის ჩატარებულ აქციასაც სკეპტიკურად ვუყურებდი. ვფიქრობდი, რატომ არიან ასეთქი ქსენოფობები-თქო. ცალკე მედია აკეთებდა ისეთ სიუჟეტებს, რომ მართლაც მოძალადეებად ვთვლიდი ყველა იმ პროტესტანტს, ვინც უცხოელების წინააღმდეგ აქციას აწყობდა. მაგრამ სიმართლეს ყოველთვის დაადგება ხოლმე საშველი, რომ დღის შუქზეც გამოანათოს.

ახლახანს ვიმყოფები ზღვაზე (ურეკში) და ჩემთვის წარმოუდგენელი რამ მოხდა. პლიაჟზე ვარ ჩემს ჯგუფელთან ერთად და ვირურჯებოდით. ჩვენს გვერდზე არაბი ტურისტები იყვნენ და ჩვენდა გასაკვირად შავ ჰიჯაბში გამოკრულები ბანაობდნენ. რა თქმა უნდა, გავოცდით, რადგან პირველად ვნახე ასეთი ამაზრზენი რაღაც. ვითომ ტრადიციულები და მორწმუნე ერი არიან, არადა ამ ქალის ქმარი კუპანიკებში გამოწყობილ გოგოებს სულ უკანალში შესცქეროდა. რამდენიმე წუთში მოდიან ქართველები, სავარაუდოდ იმერლები იყვნენ. 4-5 წლის ჩანდა ბავშვი, რომელსაც ხერხემლის პრობლემა ჰქონდა. ქვიშაში თამაშობდა ეს ბავში, რა დროსაც მასთან არაბი ბიჭუნა მივიდა და ბავშურად ერთმანეთს ქვიშას აყრიდნენ. ამის დანახვაზე არაბი ქალბატონი ქორივით დააცხრა ამ ინვალიდ პაწაწინა ქართველ ბავშვს და ბოლო ხმაზე უყვიროდა: „გაეთრიე შე ურჯულოს ნაშიერო!" (ახლოაღმოსავლობაზე ვსწავლობ და ენაც ვიცი საშუალო დონეზე) ბავშვი კრუნჩხვებში ჩავარდა, რა დროსაც დედა მივარდა ამ არაბს და სახიდან მთლიანად ჩამოგლიჯა ჩადრი. ოი საოცრება, ჩვენ ვიხილეთ სრული სიმახინჯე და მაშინ გამახსენდა, რომ მახინჯ სხეულში, მახინჯი სული სახლობს. კისერი ტატუებით ჰქონდა სავსე და ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მინიმუმ 10 წელი მოიხადა ციხე. მწვავე დაპირისპირება კაცებს შორისაც გადაიზარდა, რა დროსაც არაბი ტურისტი ყვიროდა, რომ მათ აუცილებლად უჩივლებდნენ, რომ მათ მათი საკონსულო იცავს და მათთვის ხელის შეხება ალაჰის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდა. ავუხსენი ქართველებს ეს მდგონარეობა და ვუთხარი, რომ შარს აიკიდებდნენ, ამიტომ ერთად გავეცალეთ ამ ბინძური სულის პატრონებს. 
რა არის ახლა ეს?! სული მაქვს დამძიმებული ორმაგად. ცალკე პატარა ინვალიდ ბავშვს რაც დამართეს და ცალკე იმაზე, რომ თურმე ქართველი მართლმადიდებლები ურჯულოები ვართ. აქ მოდიან, ყველა პატივს სცემს, უღიმიან და რამისაა წითელი ხალიჩაც კი დაუგონ, ამის შემდეგ კი ეს გვეკუთვნის? სირცხვილია ხალხო! დღეს ისეთ მდგომარეობაში ვარ და ისე განვიცდი იმ უმწიკლო ბავშის გოდებას, რომ ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, რატომ დავუშვით ეს ქართველებმა?! ნუთუ ამის ფასად გვიღირს უცხოელთა შემოტანილი მწვანე დოლარი? მეტისმეტია! დროა ერთად დგომის, რადგან ქართველი სანთლით საძებარი გაგვიხდება მართლა, როგორც საქართველოს ეროვნული გმირი – მერაბ კოსტავი ბრძანდებდა."

წყარო: dianews.ge