სასწრაფოდ - კავკასიაში ახალი ომი იწყება – 20 000 მეომარი წვრთვნებს გადის



აზერბაიჯანმა მასშტაბური წვრთნები დაიწყო, სომხეთი ომისთვის ემზადება!
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომლის მიზანიც, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, “ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების სხვადასხვა სცენარის შესაბამისად სხვადასხვა საბრძოლო ამოცანის შესრულებაა”.
ამის პარალელურად სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანას მოუწოდა, მზად იყვნენ ყარაბაღში მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისათვის.
აზერბაიჯანში წვრთნები 6 ივლისამდე გასტანს. ოფიციალური ცნობით, მასში 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ ზაქირ გასანოვის თქმით, წვრთნების ერთ-ერთი მიზანი იმ უახლესი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის პრაქტიკული გამოცდაა, რომელსაც მოწინააღმდეგის სამხედრო ინფრასტრუქტურის სრულად განადგურება შეუძლია.
“თუკი მშვიდობიანი გზით ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება ვერ მოხერხდება, აზერბაიჯანის ჯარი მისი სამხედრო გზით გადაწყვეტისთვის მზად არის”, – განაცხადა ზაქირ გასანოვმა 30 ივნისს.
ერევანში ყოველივე ამას შეშფოთებით ადევნებენ თვალს.
წყარო: mystar.ge