შესაძლოა მიწისქვეშა ბიძგები განმეორდეს



პანიკის საფუძველი ჩვენს მოსახლეობას არ აქვს, რადგან მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში იყო,- ამის შესახებ სეისმური ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.
გოდოლაძის თქმით, შესაძლოა მიწისქვეშა ბიძგები კვლავ განმეორდეს, თუმცა მოსახლეობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
“მინდა დავაზუსტო, რომ მიწისძვრა თბილისში არ ყოფილა. დედაქალაქში უბრალოდ იგრძნობოდა. მინდა, მოსახლეობა დავამშვიდო და ვთქვა, რომ არანაირი საშიშროება არ არსებობს, რადგან ეპიცენტრი აზერბაიჯანში იყო. მიწისქვეშა ბიძგები შესაძლოა განმეორდეს, თუმცა საშიში არაფერია. რაც შეეხება იმ კითხვას შესაძლოა თუ არა მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა დამანგრეველი იყოს,
21-ე საუკუნეში შენობები არ უნდა ინგრეოდეს, თუმცა თუ შენობა დაზიანებულია, შესაძლსბელია მსგავსი სიმძლავრის მოწისძვრა დამაზიანებელი იყოს,- განაცხადა თეა გოდოლაძემ.
წყარო: kvira.ge