დამამცირებელია, რომ ნიჭიერ ადამიანს ექნება თუ არა საჭმლის ფული, ჯაყოს ხუშტურებზეა დამოკიდებული



საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ,,ქართუ ჯგუფის” მიერ კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას სტიპენდიის გაუქმებას გამოეხმაურა:
“გიორგი შენგელაიას პოლიტიკური შეხედულებები არასდროს არ მომწონდა, მაგრამ ის უდაოდ არის გენიალური რეჟისორი და დამამცირებელია, რომ ნიჭიერ ადამიანს ექნება თუ არა საჭმლის ფული, ჯაყოს ხუშტურებზეა დამოკიდებული”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
როგორც ცნობილია, კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას “ქართუ ჯგუფმა” სტიპენდია გაუუქმა. ინფორმაცია შენგელაიამ თავად დაუდასტურა. რეჟისორი ამ ფაქტს მის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას უკავშირებს, სადაც მან ბიძინა ივანიშვილს “გაუნათლებელი კაცი” უწოდა.
წყარო: 2020news.ge