მამუკა ბახტაძე ახალი სენსაციური ინიციატივით გამოდის



„მინდა, ძალიან მნიშნელოვანი ინიციატივის შესახებ გითხრათ. როდესაც ვსაუბრობთ უსამართლო წესებზე ეკონომიკაში, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენს მეწარმეებსა და ქართული კომპანიების მნივნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახადო ვალდებულებები. აქედან გამომდინარე და იმ მნიშვნელოვანი იდეის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ეკონომიკაში გვსურს, თითოეული აქტივი მონაწილეობდეს სრულფასოვნად, ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ ყველა გადამხდელს 2013 წლის პირველ იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანება. ეს შეეხება დაახლოებით 36 ათას გადამხდელს. მათ უკან დგას ქართული ოჯახები, ენერგია და საშუალება, რომ განაგრძონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.წყარო: paqtebi.ge