სამეგრელოდან მანქანების კოლონა თბილისისკენ მოემართება



რუსთაველის გამზირზე დღეს 04:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად სამეგრელოდან უკვე დაიძრა მანქანების კოლონა. ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მოსახლეობა საქართველოს დედაქალაქისკან სამეგრელოს ცხრავე რეგიონიდან მიემართება. "ნაციონალური მოძრაობის" ადგილორივ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა თბილისში წამსველელების რაოდენობა შეემცირებდა და მათთვის ხელი შეეშლა, თუმცა ხალხი საკუთარ პროტესტს პარლამენტთან დღეს მაინც გამოხატავს.
"მთელი 2 დღის განმავლობაში ხელისუფლებას ჩართული ჰქონდა ყველანაირი ადმინისტრაციული რესურსი რომ მოქალაქეები არ წამოსულიყვნენ აქციაზე.  მიდიოდნენ მათთან და ეუბნებოდნენ რომ თუ ისინი წავიდოდნენ აქცია, ისინი დაკარგავდნენ სამსახურს და ა.შ. - აცხადებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ანა წითლიძე.
წყარო: rustavi2.ge