22 წლის ბიჭი მისივე თანატოლმა გოგომ დაჭრა



გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში 22 წლის ბიჭი მისივე თანატოლმა გოგომ დაჭრა. დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

22 წლის ახალგაზრდა მისმა თანატოლმა გოგომ, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა.

მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
წყარო: rustavi2.ge