ლადო პაპავა - ვაფრთხილებ მოსახლეობას



ლადო პაპავა (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი):

“ვაფრთხილებ ჩვენს მოსახლეობას, თავი დაანებონ კრიპტოვალუტებით გატაცებას. კიდევ კარგი, ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება და ყველას, ვინც ამ ბიზნესით არის დაკავებული, სიფრთხილისკენ მოუწოდა. მე შემიძლია, ერთი რამ გითხრათ – მსოფლიოს ყველა ცნობილი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ეს არის საფინანსო პირამიდა და ეს საპნის ბუშტი გასკდება. საფრთხე ძალიან რეალურია. ახლა ძნელია იმის თქმა, ზუსტად 2018 წელს მოხდება თუ 2019 წელს, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ, რომ ეს 2018 წელს მოხდეს. ვაფრთხილებ ჩვენს მოსახლეობას, თავი დაანებონ კრიპტოვალუტებით გატაცებას და, თუ აქვთ, დროზე მოიცილონ თავიდან, რომ ნაკლებად იზარალონ”.
წყარო: leaderinfo.ge