გორის რაიონში ახალი თავისტკივილი გაუჩნდათ - უცნაურ სტუმარს ეძებენ



სოფელ ახალშენს უცნაური ,,სტუმარი"  შეეჩვია, ,,უცნობი" მხოლოდ ღამით სტურმობს მოსახლეობას და თნაც მარტო ტკბილეულს პარავს მძინარე ,,მასპინძლებს". უჩვეულო სტუმარმა, როგორც სოფელში ყვებიან უკვე 60–მდე ოჯახი მოიარა. ტკბილეულის ჭამის გარდა უცნობი პირი სახლის არევითაც ,,ირთობს" თავს. ადგილობრივების თქმით, იგი მათ სახლებში ჭურჭლის გადაადგილებით და კარადიდიან ნივთების გადმოყრითაც არის დაკავებული. ამ მოვლენას ვერაფირთ ხსნიან ადგილობრივები, მიუხედავად იმისა, რომ ღამით მორიგეობაც დააწესეს, უცნაური ქურდი მაინც ვერ დაიჭირეს. მათი მტკიცებიტ რამდენჯერმე დაედევნენ კიდეც, თუმცა უშედეგოდ. შსს–ში აცხადებენ, რომ სოფლის მოსახლეობის  მხრიდან ფაქტზე შეტყობინება არ შესულა. 
წყარო: dianews.ge