საქართველომ საბჭოთა ოკუპაციის დროს დაკარგა შემდეგი ტერიტორიები


1. რუსეთმა შეიერთა საქართველოს ისტორიული მიწა - ჯიქეთი (1920 წელს) 

2. საზღვარი საქართველოსა და რუსეთის შორის ისტორიული დვალეთისა და დარიალის გასწვრივ "ჩასწორდა" რუსეთის სასარგებლოდ. ანუ საქრთველომ დაკარგა უძველესი კუთხე - დვალეთი. (1931 წელს)

3. ზაქათალის ოლქი და ფოილოს რაიონი (ყარაიას ველის ჩათვლით) გადაეცა აზერბაიჯანის სსრ-ს, რომელმაც 1920 წელს აგსტაფის ხელშეკრულებით უარი თქვა ამ ტერიტორიების მიმართ პრეტენზიებზე საქართველოს სასარგებლოდ. შესაბამისად საქართველომ დაკარგა ისტორიული კუთხე - ჰერეთი.

4. ე.წ ნეიტრალური ზონა ბორჩალოს მაზრის ჩათვლით გადაეცა სომხეთის სსრ-ს. იყო მცდელობა ჯავახეთის ავტონომიის შექმნისა, თუმცა საბოლოოდ მოსკოვმა არ მიიღო ეს გადაწყვეტილება. საქართველომ დაკარგა - ლორე. (1931 წელს)

5. არტანია (არდაგანი), ართვინის და ოლთისის ოლქები გადაეცა თურქეთს, ისევე როგორც ბათუმის ოლქის ნაწილი - ბორჩხა. აჭარა გახდა ასსრ. (1921 წელს)

6. რუსეთის დახმარებით აფხაზეთმა მიიღო "დამოუკიდებლობა", გაღვივდა სეპარატიზმი, რამაც მოგვიანებით შედეგი გამოიღო და საქართველომ დაკარგა აფხაზეთი (1993 წელს)

7. სტალინის დაჟინებული მოთხოვნით, მიუხედავად საბჭოთა საქართველოს ადგილობრივი მესვეურების წინააღმდეგობისა, შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საქართველოს ისტორიული კუთხის - შიდა ქართლის ტერიტორიაზე.

წყარო: https://www.facebook.com/Okupacia/photos/a.764331223687979.1073741834.598483280272775/1435005973287164/?type=3&theater