ამის შესახებ ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს.
"აიპრესი" აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.
უწყების ინფორმაციით: "ეს არის ჩვეულებრივი გეგმიური რეადმისია. ანუ როცა აგროვებენ არალეგალებს, ვისაც გამოიჭერენ, პერიოდულად უკეთებენ რეადმისიას. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს შეთანხმება რეადმისიასთან დაკავშირებით. თუმცა, რამდენი ადმიანია მათ შორის, ჯერჯერობით უცნობია".
ჟურნალისტი წერს: "რამდენი კარგი ადამიანი გაყარეს საქართველოში.
ძალიან მეწყინა, შემეცოდა, ეს ამდენი გაწამებული და ნატანჯი ხალხი, წლობით რომ დადებით პასუხს ელოდა, ბრძოლობდა და იტანჯებოდა ამ მოფაშისტო, მონაცისტო ბიუროკრატიულ ლაბირინთებში.
ალბათ, ყველას წარმოედგინა, თუმცა არავინ ელოდა, რომ ოდესმე ასე ძალადობრივად, (ევროპელ პოლიციელებს ხომ კეთილებად, ლამაზებად და თბილებად იცნობენ ქართველები) დილის, 3,4,5 საათებზე სპეცრაზმი შეეჭრებოდა სახლებში, მძინარეებს წამოყრიდნენ საწოლიდან, არც ბავშვებს შეიცოდებდნენ, 20 კილომდე ბარგს თვითონვე ჩაალაგებიდნებდნენ, (ტანსაცელს მხოლოდ) და
საემიგრაციო სამსაუხრში გადაიყვანდნენ, სადაც 48 საათს სამყაროდან მოწყვეტილები ატარებენ, ამის შემდეგ კი პირდაპირ ყრიან საქართველოში.
ყრიან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თქვენ წარმოიდგინეთ და, ზოგი ხომ უკვე 4,5,6,7 წელია აქ ცხოვრობდა, და ოჯახში დაგროვებული, ნაყიდი, ნაჩუქარი ნივთების წაღებაც კი ვერ ახერხებს. ასე ერთი ხურჯინით გამოაბურძუყეს სამშობლოში.
რას ვიზამთ, ასეა ეს ცხოვრება, ხან ტრაგიკულია, ხან მძიმე, ხან ბედნიერი და ტკბილი. თან როცა სხვის ქვეყანაში ლტოლვილად ხარ ჩაბარებული, ყველაფერს უნდა ელოდო.
ლტოლვილის სტატუს შეჩერებული ათობით ქართველი თბილისში სპეცრეისით დღს გამოუშვეს", - წერს ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიშვილი.
წყარო: ipress.ge
