კომაში მყოფმა ვნახე სატანა და ვესაუბრე კიდეც... ლუციფერი ძალიან ლამაზი ქალია... ვუთხარი რომ ჩემი სული არ იყიდება“ - ანთიმოზ ბიჩინაშვილი


ბერი ანთიმოზ ბიჩინაშვილი, რომელიც ცოტ ხნის 7 დღიან კომაში იყო, აცხადებს რომ საიქიოში ლუციფერი იხილა, რომელმაც ეშმაკის სამსახურში ჩადგომა შესთავაზა, თუმცა, როგორც სასულიერო პირი ამბობს მისგან უარი მიიღო:
„ვამტკიცებ, რომ მთავარანგელოზი ლუციფერი, რომელიც დაცემული ანგელოზია, ქალია და თან ძალიან ლამაზი. დიახ, ანგელოზებსაც აქვთ კაცური და ქალური საწყისები. კომაში მყოფმა ვნახე სატანა და ვესაუბრე კიდეც. ეს შეიძლება მხოლოდ ჩემი წარმოსახვის შედეგი იყოს და არა რეალობა, მაგრამ ლუციფერმა ეშმაკის სამსახურში ჩადგომა შემომთავაზა. რა თქმა უნდა სასწრაფოდ გამოვბრუნდი მისგან. ვუთხარი რომ ჩემი სული არ იყიდება“- აცხადებს მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილი.
წყარო: news.coa.GE