ეს წინა საომარი მოქმედებაა "ქართული ოცნების" წევრის სკანდალური განცხადება (ვიდეო)


ქ. გორის საკრებულოს წევრი ლია ჩლაჩიძე ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ თოქ-შოუ ,,განსხვავებულ აზრში“ რუსულ აგრესიაზე საუბრობს.
ჩლაჩიძემ ჟურნალისტების საოკუპაციო ხაზთან ჩასვლის დღე გაიხსენა და ყურადღება უკრაინელ ჟურნალისტზე გაამახვილა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ატირდა.
საკრებულოს წევრის განცხადებით, მას არ აქვს ბერკეტი, რომელსაც ოკუპაციის წინააღმდეგ აამოქმედებს.
,,ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ცინიზმამდე მიდის. რომელიც არ ჯდება არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში. არ ემორჩილება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მძაფრად ირღვევა ადამიანის უფლებები ორივე მხარეს, ქართულ მხარესაც და მავთულხლართების მიღმა დარჩენილ მეორე მხარესაც.
მე თვითონ კონფლიქტის ზონიდან ვარ და ყოველწუთს ვგრძნობ ამ სიმძაფრეს. რამდენიმე დღის წინ ექვსი ქვეყნიდან ოცამდე ჟურნალისტი ერგნეთს სტუმრობდა და ამ ხნის განმავლობაში, ძარწემის პოლიგონიდან არ გაჩერებულა წვრთნები. არ ვიცი წინა საომარი მოქმედებაა თუ რისთვის არის ეს განსაზღვრული.
ჟურნალისტები გაკვირვებულები გვეკითხებოდნენ: - რა ხდება ეს? - ჩვენ ავუხსენით, რომ ეს არის მსხვილ მასშტაბიანი წვრთნები, რომელიც აქედან, ჩემი სახლიდან 12-13 კილომეტრში მიმდინარეობს. უკრაინელმა ჟურნალისტმა, ახალგაზრდა გოგონამ იტირა. ეს მე ჩემს ქვეყანას მაგონებსო.
მე ამით მინდა ვთქვა, რომ არასოდეს, მე პირადად და ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები, არასოდეს არ შევეგუებით ამ ოკუპაციას. მე მართალია საჯარო მოხელე ვარ და ამ წუთში საკრებულოს წევრი მაგრამ, მე ხელთ არა მაქვს ის ბერკეტი, რომელიც შეიძლება ეფექტურად ავამოქმედო ოკუპაციის წინააღმდეგ.“-განაცხადა ლია ჩლაჩიძემ - ლადო ბიჭაშვილის თოქ-შოუ ,,განსხვავებულ აზრში“.

წყარო: gaxalisdit.ge