ნახე როგორი გაჭირვებაა ქვეყანაში - მშიერი ბავში მეუბნება ყველაფერს ვაკეთებო: შეშას დაგიჩეხავთო, ეზოს დაგიმუშავებთო, კანაოს გაგიწმინდავთო


"დღეს ბათუმიდან ფოთში მოვდიოდი ამ პატარა ბიჭმა ხელი დამიქნია გავუჩერე. დეიდა მალთაყვაში გამიყვანთ? კი წამოდითქო. გამოვესაუბრე. ვოვა მქვიაო. ბაბუასთან ვცხოვრობო. ეკლესიაში მივდივარო, მამაო მელოდებაო. ფული მივაწოდე სანთლები აანთეთქო. არ მართმევდა ფული არ მინდაო სანთლები მაქვსო და მე ავანთებო. დეიდა მუშა არ გჭირდებაო? ყველაფერს ვაკეთებო: შეშას დაგიჩეხავთო, ეზოს დაგიმუშავებთო, კანაოს გაგიწმინდავთო. გული დამეწვა სიცოდვილით ჩავეხუტე და წადი საჭმელი იყიდე და ჭამეთქო. არ იცოდა მადლობა როგორ ეთქვა და ბაბუასაც მივუტანო საჭმელსო. მითხარით სად ცხოვრობთო მოვალო და ვიმუშავებო. ღმერთმა ხელი შეუწყოს და დაიფაროს ასეთი ბავშვები, რომლებსაც წყურიათ და შიათ. დავეხმაროთ და ხელი გავუწოდოთ ასეთ ბავშვებს. უფალი დიდია და ხედავს ყველაფერს", - 
წერს ჟანა ალექსანდრია სოციალური ქსელი მომხმარებელი ჟანა ალექსანდრია ინტერნეტში თავსგადამხდარ ამბავს ავრცელებს, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებთ.
წყარო: ambebi.ga