ბორჯომის ხანძრის შემდეგ ყველაზე მაღალი პრემია გამგებელმა საკუთარ თავს და მის წარმომადგენლებს გამოუწერა


ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულობისთვის  ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი თანამშრომლებისთვის პრემიების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საინტერესო დეტალი არის ის, რომ ყველაზე მაღალი პრემია ბრძანების გამომცემმა, გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა, მისმა მოადგილემ და მეორადი სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა მიიღო, თითოეულმა 1250 ლარის ოდენობით.
გამგებლის წარმომადგენელმა დაბა წაღვერში 50 ლარით ნაკლები, 1200 ლარი მიიღო.
გამგებლის წარმომადგენელმა დაბა ყვიბისში  1200 ლარი
პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული კონსულტაციების სასამართლო საქმეთა წარმოების კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა 625 ლარი.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა  625 ლარი.
გამგებლის წარმომადგენლის სპეციალისტმა დაბა ყვიბისში  625 ლარი.
გამგეობის  ორმა მძღოლმა, თითომ  – 850 ლარი, ხოლო კიდევ ერთმა მძღოლმა 425 ლარი.


წყარო: radio24.ge