გივი თარგამაძე - სასიხარულო ამბავია უკრაინიდან


„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის ექსტრადიციაზე რუსეთს უარი უთხრა: 

„სასიხარულო ამბავია უკრაინიდან. უკრაინის პროკურატურამ უარი უთხრა რუსეთს ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის ექსტრადიციაზე და დახურა ეს ქეისი. შესაბამისად, გიამ შეძლო უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კოტრაქტის გაფორმება და იქ სამსახურის გაგრძელება. ასევე ძალიან მახარებს, რომ გიას მცდელობით უკრაინის პარლამენტში შესულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მოაწესრიგებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უცხო ქვეყნების წარმომადგენელთა სამსახურს და თავიდან ააცილებს მებრძოლებს მსგავს სიტუაციებს. ვულოცავ გიას და ვუსურვებ წარმატებებს!“, -წერს გივი თარგამაძე. 
წყარო: eurus.ge