საგანგაშო მდგომარეობა ვითარდება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. არსებული უნფორმაციით საგანგებო მდგომარეობის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" მუშაობას დროებით წყვეტს. რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საბაჟო გამშვებ პუნქტში თანამშრომლებისა და ხალხის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. "დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, პრობლემის აღმოფხვრამდე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ დროებით წყვეტს მუშაობას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, თანამშრომლებისა და ხალხის ევაკუაცია განხორციელდა", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: iberianews.ru