მამა გიორგი (რაზმაძე): ამის შემდეგ კიდევ “ქართულ ოცნებას” რომ მისცემს კაცი ხმას, რა უნდა მოსთხოვო?!


2018 წლის 17 მაისს საქართველოში ოფიციალურად იგეგმება ჰომოფობიასა დატრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნაშესაბამისი გადაწყვეტილებაპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უკვემიიღო.
ამ კომიტეტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმაში წერიარომ უმცირესობებისუფლებების დაცვის დღის აღნიშვნა ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას დასოლიდარობის გაზრდას ამ ჯგუფების მიმართ: “ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულიდღეების აღნიშვნა ხელს შეუწყობს სოლიდარობის გამოხატვას უფლებადარღვეული პირებისმიმართ და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ საკითხზეამ პროცესშიმიზანშეწონილიაკომიტეტმა ითანამშრომლოსროგორც დონორ ორგანიზაციებთანისესამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთანრათა ერთობლივად მოხდეს საჯაროღონისძიებების დაგეგმვა”, _ ნათქვამია სამოქმედო გეგმაშიკომიტეტმა ზემოაღნიშნულიგეგმის პრეზენტაცია 1 სექტემბერს მოაწყო და ღონისძიებას როგორც ხელისუფლებისისესაქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობოორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენთუმცაგამომდინარე იქიდანრომღონისძიება ფართოდ არ გაშუქდა და ხელისუფლებამშეიძლება ითქვასერთგვარიმონდომებაც კი გამოიჩინარათა ეს ფაქტი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენილიყომოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ დოკუმენტის შესახებალბათდღემდე უცნობიარადოკუმენტი შეიმუშავა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმარა მიზანსემსახურება ეს ყველაფერი და რა ძალა დგას ამ პროცესების უკან, “საქართველო დამსოფლიოს” ესაუბრება ავჭალის წმქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).
მამაოპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ევროკავშირისა და გაეროსგანვითარების ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით უკვე მოაწყო 2017-2018 წლებისსამოქმედო გეგმის პრეზენტაციარომლის თანახმადგაისად, 17 მაისს საქართველოში “ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე” ოფიციალურიღონისძიებებით უნდა აღინიშნოსრას ნიშნავს ეს?
_ დღეს საქართველოს ხელისუფლება გარყვნილების იმ ეტაპზეა, როცა მზად არის, უსიტყვოდ შეასრულოს ევროპელი ცისფერი კომისრების მოთხოვნა და დაიწყოს ღვთის უარყოფა, ეს აშკარაა. მინდა შევახსენო ქალბატონ ეკა ბესელიას ჩვენი პირველი შეხვედრა პარლამენტში, როცა ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი განიხილებოდა. მე მას მაშინ ვუთხარი, რომ უზნეო კანონს იღებდნენ და, ვინც ამ კანონს ხელს მოაწერდა, იქნებოდა უზნეო ადამიანი. შემდეგ ყველამ ერთხმად დაუჭირა კანონპროექტს მხარი და, სამწუხაროდ, დღეს იმ უზნეო ადამიანების უმეტესობა ისევ პარლამენტშია.
რაც შეეხება კომიტეტის დოკუმენტს, ცხადია, ესენი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სოდომური ცოდვა, მამათმავლობა და სხვა გარყვნილება, ისევე როგორც ევროპაში, აქაც იყოს მხარდაჭერილი და მერე დაიწყება 24-საათიანი პროპაგანდა, რომ ეს არის წინსვლა, დემოკრატიული პროგრესი, რომ ამით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროპული ოჯახისკენ, რომ ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია და ასე დავიბრუნებთ ტერიტორიებს. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი თქვლიფონ, გაისქელონ ჯიბეები, ხალხსა და სახელმწიფოს კი თუნდაც კისერი უტეხია. აი, ამას ნიშნავს ის კონკრეტული მოქმედება და ამით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თითი დაუქნიეს. ფაქტობრივად, პირდაპირ გვითხრეს, რომ არანაირი ოჯახის სიწმინდის დღე 17 მაისს არ უნდა აღვნიშნოთ, ეს დღე არის მამათმავლების და, ვინც ამას არ დაემორჩილება, პასუხს აგებსო… გარდა ამისა, ამ დოკუმენტის მიღებით ისინიპრაქტიკულად ღიად დაუპირისპირდნენ კათოლიკოსპატრიარქსაცვინაიდან სწორედპატრიარქის ინიციატივით აღინიშნება საქართველოში ყოველ 17 მაისს ოჯახის სიმტკიცისა დაერთობის დღე.
_ ადრე, როცა მსგავს კანონებს იღებდნენ, საზოგადოება, ასე თუ ისე, ახერხებდა პროტესტის გამოხატვას. გვახსოვს მრავალათასიანი გამოსვლები და საკმაოდ მწვავე დაპირისპირებებიც. დღეს რატომ არის მოსახლეობა ინერტული, რატომ აღარ გამოხატავს ხალხი პროტესტს, როცა მისთვის აშკარად მიუღებელ საკანონმდებლო ცვლილებებს ახორციელებენ მიუღებელი იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური სუბიექტები?
_ ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო ქართველი ხალხის გარყვნა და ზნეობრივად გარყვნილი ადამიანი უზნეობაზე ამოიღებს ხმას?! სწორედ ამას ემსახურებოდა ის სანახაობები, ამორალურობის 24-საათიანი პროპაგანდა, რომელიც ტელევიზიებიდან მოედინება და შედეგიც აშკარაა. ხმას არავინ იღებს, თუმცა, მადლობა უფალს, ყველაფრის მიუხედავად, მაინც დარჩნენ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც ყოველთვის წინ აღუდგებიან გარყვნილებას. მართალია, ამის გამო ბევრი შეიძლება დაიჭირონ და ციხეშიც მოხვდეს, მაგრამ მაინც…
კიდევ ვიმეორებ: რასაც თავის დროზე სააკაშვილის მოღალატე ხელისუფლება აკეთებდა და, რაც ამათ არანაკლები წარმატებით განაგრძეს, არის ქართული სულის ჩაკვლა, ამიტომ მივმართავ პარლამენტარებს, განსაკუთრებით _ ბესელიასძიძიგურსა და სხვებს, რომლებიც ეროვნულობის მანტიით შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, ესენი არიან უნამუსო ადამიანები. მათ, ფაქტობრივად, განაგრძეს ქართველთმოძულე სააკაშვილის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა და ამაში იღებენ ფულს.
ისინი თავის დროზე პარლამენტში ეროვნული ტანსაცმლით შესვლის ინიციატივითაცგამოდიოდნენ
_ ზუსტად ეს არის მათი ფარისევლობა: შეუძლიათ ერთ დღეს პატრიარქთან დადგნენ ტაძარშისააღდგომო წირვალოცვაზემეორე დღეს მიიღონ .ანტიდისკრიმინაციული კანონიშეუძლიათ ანთებული თვალებით მოგვილოცონ ეროვნული სამოსის დღე და მერეპედარასტების საზეიმო მსვლელობას დაუჭირონ მხარი. ესენი, საერთოდ, რას ემსახურებიან და რა საზომით ზომავენ ყველაფერს, გაუგებარია, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ “ქართულ ოცნებას” რომ მისცემს კაცი ხმას, რა უნდა მოსთხოვო?! ჩემი აზრით, როგორც ნაციონალებისთვის იყო ხმის მიცემა ღალატი, ახლა “ოცნებისთვის” ხმის მიცემაც ღალატია, იმიტომ, რომ ერთიცა და მეორეც ღვთისმგმობელია.
რა არჩეევანი აქვს დღეს ქართველ ხალხს?
_ ადრეც გვისაუბრია ამაზე, სამწუხაროდ, არ ჩანს საღი ძალა. მას, ვინც ჩანს და იბრძვის ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად, ამოძრავებს მხოლოდ ერთი ინტერესი _ რაც შეიძლება მეტი იშოვოს, გამდიდრდეს და ქვეყანა გაატყავოს. აი, ასეთი ძალები ცვლიან ერთმანეთს: დღეს ერთია, ხვალ _ მეორე, თანაც ისეთი მონსტრების გავლენის ქვეშ ვიმყოფებით, დასავლეთის სახით, რომ ეროვნული ქვეყნის სათავეში ხელისუფლების მოსვლა, ფაქტობრივად, გამორიცხულია. ასეთი ხელისუფალი მათ არ სჭირდებათ საქართველოში და ამიტომაა, რომ სარწმუნოებას, ეკლესიას ებრძვიან.
ეკლესიასარა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” და “ოცნება”, სხვა პოლიტიკურისუბიექტების წარმომადგენლებიც ებრძვიანამას წინათ რესპუბლიკური პარტიის ერთერთმაწევრმა ლაშა ომარაშვილმარომელიცროგორც ამბობენ, 8 წელი ბერად იყო ათონის მთაზეაღკვეცილიგანაცხადარომ ქრისტიანობამ დრო მოჭამა.
_ ეს უსუფაშვილები, ბერძენიშვილები და მათნაირები, ვინც არიან, ყველამ ვიცით, ამიტომ ამ სამპროცენტიან ხსნარებზე ბევრს არ ვილაპარაკებ. რაც შეეხება ნათქვამს, რომ თურმე ქრისტიანობამ დრო მოჭამა, ამ განცხადების ავტორი მამა აბელი, რომელიც მარტყოფის მონასტერში მოღვაწეობდა, თავის დროზე მე წავიყვანე ათონის მთაზე. ისე კარგად აზროვნებდა, ისეთი კარგი პიროვნება იყო, გაოგნებული ვარ, როგორ შეიძლება ერთ წუთში აღზევდეს და დაეცეს ადამიანი. ყველას უყვარდა, როგორც იტყვიან, თვალში რომ ჩავარდნოდა, თითს არ ამოისვამდა კაცი… მერე დატოვა ყველაფერი და ინგლისში წავიდა. იქ, ეტყობა, გადაიბირეს ეს საცოდავი და სამპროცენტიან რესპუბლიკელებში აღმოჩნდა… დაახლოებით 20-25 წლის წინათ ათონის მონასტერში რომ ჩავდიოდი, იქ მიყვებოდნენ ერთ ბერზე, რომელიც მრავალწლიანი ბერობის შემდგ განიმოსა და ცოლი შეირთო. შემდეგ შვილი ეყოლა და მოხდა ასეთი სასწაული: ტანზე რომ იხდიდა ხოლმე ეს ადამიანი, შვილი მის სხეულზე ხედავდა წითელ წარწერებს, რომლებიც სხვებისთვის შეუმჩნეველი იყო. ვინც არ იცის, მათ გასაგონად ვიტყვი: ბერებს ათონის მთაზე აძლევენ სპეციალურ სამოსს, რომელსაც ანგელოზის შესამოსელი ჰქვია და ამ სამოსზე შავ ფონზე წითლადაა დაწერილი ფსალმუნის სიტყვები. ამ ფაქტმა ისე იმოქმედა მასზე, რომ დატოვა ცოლ-შვილი და ისევ დაუბრუნდა ათონის მთას. ამბობდნენ, რომ ეკლესიაში შესვლის უფლებას არ აძლევდა საკუთარ თავს. როცა კვდებოდა, მხოლოდ მაშინ ითხოვა ზიარება, აზიარეს და, როცა გარდაიცვალა, თურმე საოცარი სურნელება იფრქვეოდა.
მინდა მივმართო მამა აბელს, _ რესპუბლიკელებსამ ეშმაკის მსახურებსთავი დაანებოს დამისდიოს ღვთის ხმასთუ შეინანებსღმერთი მიიღებს და მიუტევებსრადგან უფალსყველაზე დაცემული ადამიანიც კი უყვარს
ამ ადამიანს მერე შეეცვალა აზროვნება თუ თავიდანვე შეგზავნილი იყო ეკლესიის წიაღში?
_ არც ეგ არის გამორიცხული, მაგრამ მთავარია, სად წავიდა, რომელ პარტიაში. რესპუბლიკელები ხომ ღვთისმგმობელები არიან?! თუმცა ადამიანისთვის, ღმერთს რომ განუდგება, უკვე ყველაფერი სულერთია.
იმიტომ გეკითხებითრომ დღევანდელ ქართულ “ნეოლიბერალურ ისტებლიშმენტში” არისრამდენიმე ფიგურარომლებიც ადრე მორწმუნე იყვნენზოგი _ სტიქაროსანიზოგი _ მონაზონიდღესაც არიან ასეთები ეკლესიაში?
_ რამდენიც გინდათ, იმდენი. განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში მოუმზადეს მათ ნიადაგი. პირდაპირ რეკავდნენ, რომ ვიღაცები სადღაც შეეგზავნათ. მერე, როცა ხელისუფლებაში აღარ იყვნენ და იმდენი ძალა აღარ ჰქონდათ, უკრაინაში გზავნიდნენ თავიანთ კანდიდატებს. იქ არის ეკლესია და არიან სასულიერო პირები, რომლებიც თავიანთ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ, მაგრამ რეალურად მართლმადიდებელ ეკლესიასა და მათ შორის განხეთქილებაა. აი, ასეთი ხალხის გარემოცვაში ვიყავით და ვართ დღესაც, ამიტომ ქართველი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიხვდესრომ ჩვენი მშველელი არავინააუფლის გარდა. ჩვენი თვითმყოფადობა არის ქართული გენის დაცვა და მართლმადიდებლობის გაფრთხილება: ამის გარეშე არაფერს აქვს აზრი და ცრუ წარმოდგენებს ნუ შევიქმნით. აქვე მინდა შევეხო ჯემფესტად წოდებულ იმ ამორალურ ღონისძიებას, რომელიც წელს ტრაგედიების ფონზე ჩატარდა. ახალგაზრდები დაიღუპნენ ნარკოტიკის მიღებით, რატომ არავინ ამოიღო ხმა? ვეკითხები ძიძიგურსბესელიასრატომ არ გამოხვედით და არ თქვით სიმართლე?! იმიტომ, რომ არაფერი გაინტერესებთ, საკუთარი ჯიბის გარდა. ვერაფერს ხედავთ ამის იქით? _ აი, ასე ესმით მათ სამშობლო და სახელმწიფოს სამსახური, ამიტომ ვამბობ, რომ ასეთი ადამიანების ადგილი არ უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში, ასეთი ხალხი საფრთხეა ქვეყნისთვის, თავიანთი მახინჯი და მერკანტილური მიდგომებით, თავიანთი უპრინციპო, უნიათო პოლიტიკით.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია
წყარო: geworld.ge