უფასო საცხოვრებელი და სამუშაო საფრანგეთში კუნძულზე


საფრანგეთის ხელისუფლება, ეძებს ოჯახს, რომელიც თანახმაა იცხოვროს დაუსახლებენ კუნძულ კემენესზე. წყვილმა, რომელიც იქ მანამდე 10 წელი ცხოვრობდა, გადაწყვიტეს, რომ დაუბრუნდნენ ცივილიზაციას. ამის შესახებ BBC წერს. 
კემენესი ბრეტანის ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარეობს და თითქმის სულ სილით არის დაფარული. აქ ცხოვრობენ ზღვის ლომები, ზღვის ფრინველები, კურდღლები, შავი ჯუჯა ცხვრების ფარა და სხვა. ერთადერთი რაც კუნძულს აკლია, ეს ადამიანებია. 
კუნძულზე ადამიანები სულ მცირე 1000 წელი ცხოვრობდნენ, თუმცა 25 წლის წინ, ტერიტორია მთლიანად დაიცალა. ფრანგულმა საზღვაო კომპანია Conservatoire du Littoral-მა ეს კუნძული მალევე იყიდა, თუმცა იქ არ მოაწყო გასართობი ატრაქციონები, არამედ დატოვა ის ფერმა, რაც მანამდე იყო გაშენებული. 
2007 წელს, დევიდ და სუიზიკ კიუსნიე, კემენესზე დასახლდნენ და კუნძულის მოვლა დაიწყეს. 10 წლის შემდეგ, ოჯახს უკვე შვილებიც შეეძინათ და მათთვის ამჟამად უფრო მოსახერხებელია ქალაქში ცხოვრება. 
წყარო: imedinews.ge