სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. 1989 წელს დაბადებული ს.ს. წალკის რაიონის სოფელ არსარვანში, საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ორსულ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ჯ.ს.-ს, რომელიც, მომხდარის შედეგად, მარნეულის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალბატონს ტვინის მსუბუქი შერყევა დაუდგინდა. ასევე, დადგინდა, რომ ს.ს.-მ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს.
წყარო: rustavi2.ge